in

ADwise, Konica Minolta-ს უნიკალური ტექნოლოგიით, ბეჭდვის ქართულ ბაზარზე ახალ სტანდარტებს აწესებს

„კომპანიამ ADwise Group, საქართველოში პირველი სამრეწველო ციფრული ბეჭდვის სისტემა – MGI JETVARNISH 3DS & iFOIL-S შემოიტანა. მანქანა სპეციალურად ციფრული გაფორმებისთვისაა შექმნილი. ის დაბეჭდილ სამუშაოს განსაკუთრებულ, სანახაობრივ ნაშრომად აქცევს, რაც მომხმარებელთა ყურადღების დაუყოვნებლივ იპყრობს“. 

ADwise Group ქართულ ბაზარზე, ბეჭდვის ინდუსტრიაში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია.

„მსოფლიო სწრაფი ტემპებით ვითარდება, ციფრული მიმართულებით. მათ შორის არც ბეჭდვის ინდუსტრიაა გამონაკლისი. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, ვიყოთ ერთი ნაბიჯით წინ და ფეხი ავუწყოთ მოწინავე ტექნოლოგიებსა თუ ტენდენციებს. წელს, პანდემიის გამო შექმნილი ვითარების მიუხედავად, გადავწყვიტეთ, Konica Minolta-სთან ერთად, დიდი ინვესტიცია ჩაგვედო და ქართულ ბაზარზე სრულიად ახალი, უნიკალური ციფრული ტექნოლოგია დაგვენერგა. მზად ვართ, მსხვილ და ახლა უკვე მცირე, ან საშუალო ბიზნეს მივცეთ საშუალება, რომ შეფუთვის, ეტიკეტის თუ ნებისმიერი სხვა პოლიგრაფიული მასალის დამზადებისას, ახალი გადაწყვეტილებები გამოიყენონ. ამ დანადგარით მიღებული მაღალი ხარისხის დამსახურებით, ქართული კომპანიები შეძლებენ, ათი შეფუთვები და ეტიკეტები გაცილებით ხარისხიანი და მიმზიდველი გახადონ, დიზაინერული გადაწყვეტილებები კი უფრო ეფექტურად გამოხატონ და პროდუქტი უკეთ წარმოაჩინონ. მეტიც, ამ ტექნოლოგიის წყალობით, სხვადასხვა პროდუქციის მწარმოებელ კომპანიებს შეეძლებათ, კონკურენცია გაუწიონ იმპორტირებულ საქონელს და ექსპორტზეც გაცილებით მიმზიდველად გამოიყურებოდნენ“, – განმარტავს ბექა ბუბუტეიშვილი, ADwise Group-ის დამფუძნებელი – „ყოველთვის ვოცნებობდი, რომ ერთგული და პოტენციური პარტნიორებისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების ყველა უპირატესობა გამეცნო, ყველაფერი ის რასაც თანამედროვე სამყარო, დღეს, წარმატებით იყენებს“. 

Konica Minolta-ს სავაჭრო წარმომადგენელი საქართველოში, გიორგი გალუაშვილი ფიქრობს, რომ ADwise, ახალი ტექნოლოგიის წყალობით, ქართულ ბეჭდვით ბაზარზე ნამდვილი ინოვატორი გახდა:

„ეს არის ძალიან სერიოზული და დიდი პროექტი, რომელზეც რამდენიმე თვის განმავლობაში ვმუშაობდით. ეს დანადგარი კი მისი განხორციელების ერთ–ერთი ეტაპია. ციფრული ბაზრისა და მდგრადი მოთხოვნის შესაქმნელად, დიდი გზა უნდა გავიაროთ. ეს მოწყობილობა ციფრული ბეჭდვის მოცულობას გაზრდის და საშუალებას მოგვცემს, რომ ბაზარზე უფრო მეტი ბეჭდური სისტემა დავამონტაჟოთ“. 

„MGI ინჟინერიის მწვერვალია. ეს ტექნოლოგია ბეჭდვას და ბეჭდვის შემდგომ უმაღლესი ხარისხის ეფექტებით გაფორმებას ერთობ მარტივ და ხელმისაწვდომ ციფრულ პროცესად გარდაქმნის. თქვენ აღარ დაგჭირდებათ ბეჭდვისთვის მოსამზადებელი რთული სამუშაოები, ან დამატებითი ნაწილების შეკვეთა, მაგალითად  – ფირფიტების და კლიშეების. სრულად გაფორმებული ბეჭდვითი პროდუქტი, სულ რაღაც, 15 წუთში მზად იქნება. ADwise ქართულ ბაზარს პრემიუმ ხარისხის შეფუთვას, ეტიკეტებს და მოთხოვნისამებრ, მოკლე, საშუალო ან გრძელვადიან მარკეტინგულ პროდუქტს შესთავაზებს. უკრაინაში MGI–ის პირველი მფლობელი, ცნობილი გახდა, როგორც ნამდვილი რევოლუციონერი ბაზარზე. ვფიქრობ, ADwise მის მაგალითს გაიმეორებს,“ – ამბობს ევგენი შილიაევი, Konica Minolta–ს გაყიდვების დირექტორი, უკრაინასა და საქართველოში.

შეგახსენებთ, რომ Konica Minolta ქართულ ბაზარზე 2019 წელს გამოჩნდა, მისი მიზანი იყო დახმარებოდა კომპანიებს, პროდუქტიულობისა და ეფექტურობის გაუმჯობესებაში.

ADwise Group-ის შესახებ

ADwise Group ქართულ ბაზარზე 2008 წელს გამოჩნდა. დიდი ხნის განმავლობაში, კომპანია დიზაინისა და სარეკლამო მომსახურების სრულ ასორტიმენტს, უმოკლეს ვადაში უზრუნველყოფდა, 2014 წლიდან კი შეფუთვისა და სარეკლამო პროდუქტების მსხვილი მწარმოებელი გახდა. პროფესიონალი გუნდის და მძლავრი ოფსეტური და ციფრული ტექნოლოგიების წყალობით, კომპანია უმაღლესი სტანდარტის მომსახურებას და პროდუქტს სთავაზობს როგორც მცირე და საშუალო, ისე მსხვილ ბიზნესებს.

Konica Minolta-ს შესახებ

თბილისში დაფუძნებული Konica Minolta Business Solutions Georgia გლობალური Konica Minolta Inc.–ის (ტოკიო, იაპონია) ნაწილია. Konica Minolta Business Solutions Georgia 2019 წლის მაისიდან მუშაობს და სერვისების მუდმივ განვითარებაზეა ფოკუსირებული.

კომპანია IT სფეროში გლობალური სერვისების პროვაიდერია და ციფრული ბეჭდვის სფეროში ინოვაციური გადაწყვეტილებებით გამოირჩევა. გარდა ამისა, ბიზნეს კონსულტაციების სერვისიც აქვს, რაც მენეჯმენტს და მსოფლიოს წამყვანი ბეჭდვის სისტემებისა თუ გადაწყვეტილებების განხორციელებას გულისხმობს.

Konica Milolta–ს ბეჭდვის შესაძლებლობების შეთავაზება მბეჭდავებს, კონვერტორებს თუ ბრენდის მფლობელებს საშუალებას აძლევს რომ სამუშაოების ავტომატიზაციის  გაზრდით ეფექტურობაც გაზარდონ. კომპანიას კონსულტაციის გაწევა ყველა საკომუნიკაციო საკითხში, ასევე უახლეს წარმოებასთან, შეფუთვასთან თუ ეტიკეტის ბეჭდვასთან დაკავშირებით შეუძლია. მისი შექმნილი მოწყობილობები გამორჩეულ ბეჭდვით პროდუქციას ქმნიან. Konica Minolta უკვე 10 წელია, ევროპის ბეჭდვის ბაზარზე ლიდერის პოზიციას იკავებს (infosourse).

ტექნოლოგიების ლიდერი Konica Minolta მზადაა, მომხმარებელს ინოვაციური გადაწყვეტილებებით დაეხმაროს და კვლევებსა და განვითარებაში ინვესტიციები ჩადოს.

 

[პარტნიორის კონტენტი]

საქართველოში ახალგაზრდული Eurobest 2021 იწყება!

„გუგლმა“ იდეალური სამუშაო გარემოს მითი რეალობად აქცია – Google Workspace-ში ყველაფერია შენი კომფორტისთვის