in

ქუთაისში მზის პანელების ქარხანა გაიხსნა 

ქუთაისში მზის პანელების საწარმო გაიხსნა, რომელიც ევროკავშირის, აშშ-ისა და ახლო აღმოსავლეთის ბაზრებს მოამარაგებს.

BOG
BOG

 

ქარხანა  ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, 16000 კვ/მ ფართობზეა მოწყობილი და ავტომატური რობოტიზებული კონვეირებითაა აღჭურვილი. ეს კი, კომპანიის წარმომადგენლების თქმით, 500 მეგავატის მოცულობის წლიურ წარმადობას უზრუნველყოფს.

„წარმოების პროცესზე ზედამხედველობას, გერმანელი ინჟინრები და ტექნიკოსები ახორციელებენ, როგორც კომპანიის სათაო ოფისიდან (გერმანია), ისე საქართველოში 2017 წელს დაარსებული მისი ფილიალიდან“.

მზის პანელების საწარმო კომპანია AE Solar-ს ეკუთნის, რომელიც ალექსანდერ მაიერმა და მისმა ძმებმა 2003 წელს, გერმანიაში დააფუძნეს.

„განახლებადი ენერგიის, ინდუსტრიაში წამყვანი კომპანია AE Solar, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მაღალი ხარისხის პროდუქტებისა და სერვისების მოწოდებას უზრუნველყოფს“.

 

“მუსიკის შესაქმნელად მჭირდება, რაიმე მქონდეს ამოსათქმელი..” – ბესო ბაბალაშვილი #თაობა

„როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ – ალექს ოსტერვალდერის წიგნი ქართულ ენაზე