in

AI ჩეტბოტი გარდაცვლილ ადამიანებთან საუბრის საშუალებას იძლევა

veon
veon

„მწუხარების ტექნოლოგია“ მზარდი სფეროა, რომელიც გარდაცვლილი ადამიანების უკვდავყოფას გულისხმობს — მინიმუმ, კიდევ ერთი საუბრისთვის. რა თქმა უნდა, ეს იდეა შემაშფოთებელია, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში არაერთი ფორმით გამოხატულა ლიტერატურაში თუ ხელოვნების სხვადასხვა დარგში.

ამის ერთ-ერთი იდეალური მაგალითია „შავი სარკის“ ეპიზოდი Be Right Back, რომელშიც ქალი მეუღლის დაკარგვას განიცდის და AI რობოტით ცდილობს მის ჩანაცვლებას. საბოლოოდ, ეს ინიციატივა წარუმატებელი აღმოჩნდა, თუმცა მიუხედავად მსგავსი ნარატივისა, რეალურ ცხოვრებაში მაინც დიდი მონდომებით მიისწრაფვიან იდეის განხორციელებისკენ.

AE Studio-ს შემთხვევაში, ეს არ არის იმდენად ადამიანის რობოტული ვერსია, რამდენადაც საყვარელი ადამიანის „სულთან დაკავშირების“ საშუალება. Seance AI აგებულია დიდი ენის მოდელზე, რომელიც OpenAI-ის API-ით არის აღჭურვილი. იმისათვის, რომ სისტემამ საუბარი შეძლოს, მას პერსონალური ინფორმაციის მიწოდება სჭირდება — მათ შორის სახელის, ასაკის, გარდაცვალების მიზეზის და ზოგადი ცნობების, როგორი ტიპის ადამიანი იყო და ა. შ.

შესაბამისი დეტალების მიწოდების შემდეგ, AI ჩეტბოტი კონკრეტული ინდივიდის როლს ირგებს და მის ციფრულ ასლად იქცევა. რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში ახალ-ახალი ინფორმაციის საფუძველზე სისტემა სულ უფრო მეტად იხვეწება. „Seance AI-ის მთავარი მიზანი ის არის, რომ ადამიანებმა კიდევ ერთხელ შეძლონ დაკარგულ ახლობლებთან საუბარი ან დამშვიდობება“, — განმარტავენ კომპანიაში.

წინანდლის ფესტივალის ჯადოსნურ დღეებს სილქნეტი უკვე მეხუთედ წარადგენს

შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა myfrani.ge-ზე Mastercard-ით და მიიღე 30%-იანი ფასდაკლება