1972 წლიდან იუნესკო, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებით, ძეგლების შენარჩუნებაზე მუშაობს. დღეისათვის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 1112 ძეგლია. მათ შორის არის როგორც ბუნებრივი, ისე კულტურული ტერიტორიები.
რთულია, ყოველ მათგანს მიადევნო თვალი, მაგრამ სტატიაში მოცემული საჰაერო ფოტოები ამის შესაძლებლობას იძლევა. თვალს ვავლებთ ნაცნობ და უცნობ ადგილებს, თითქოს წამიერად ვმოგზაურობთ მათში.






















