საფრანგეთის ქალაქ ნანტში დაფუძნებული სტარტაპი A2V (მოწინავე აეროდინამიკური ხომალდები) წარმოგვიდგენს ულტრა სწრაფი ნავის პროტოტიპს “Lili”, რომელიც წყლის ზედაპირთს ზემოთ 100 კმ/სთ სიჩქარით დაფრინავს. მარკ ლომბარდისა და ფერნანდ ჰერვის გემთსაშენი ქარხნის მეშვეობით შემუშავებული ფუტურისტული დიზაინი აეროდინამიკურ აწევას წარმოქმნის, რომელიც მის შთამბეჭდავ სიჩქარეს უზრუნველყოფს და ამასთან, ამცირებს საწვავის მოხმარებას.
ხომალდი ძალიან მსუბუქია და სიჩქარის მატებასთან ერთად მით უფრო ნაკლებად ეხება წყალს. დიზაინერების თქმით, Lili სხვა გემებთან შედარებით დაახლოებით 50%-ით ნაკლებ საწვავს იყენებს. საგულისხმოა, რომ საწვავის შემცირება მნიშვნელოვნად შეამცირებს საზღვაო დაბინძურებას.

3.5 ტონა პლასტმასის და ბოჭკოვანი შუშისგან დამზადებული 10 მეტრის სიგრძის ხომალდი იდეალურად ერგება გარემოს – მას მიმართულების ელვისებური ცვლა შეუძლია, მისი თვითმფრინავის მსგავსი ფრთა კი მოწყობილობის გადატრიალების პრევენციას ახდენს.
ამ ინოვაციური, ძვირადღირებული და ეკოლოგიური გემის ღირებულება 1.2 მილიონი ევროა და ალბათ, მართლაც შესანიშნავი შეთავაზებაა როგორც თავისი ექსტერიერით, ისე ინტერიერით.















