in

ჯგუფ “Aerosmith”-ის კონცერტზე დასწრების მსურველთათვის დამატებითი მატარებელი დაინიშნა

„Black Sea Arena“-ზე  ჯგუფ “Aerosmith”-ის კონცერტზე დასწრების მსურველთათვის საქართველოს რკინიგზა , 20 მაისს, ბათუმი-ქობულეთი-ურეკის და უკუმიმართულებით ნიშნავს STADLER-ის ტიპის  ელექტრომატარებლებს, რომლებიც ამ მარშრუტზე შემდეგი გრაფიკით იმოძრავებენ:

BOG
BOG

კენტ რიცხვებში: მატარებელი №7001 ბათუმიდან გავა  16:00, ქობულეთში იქნება 16:18-16:21, ხოლო ურეკში ჩავა 16:46. სამგზავრო მატარებელი №7003 ბათუმიდან გავა 18:10 ქობულეთში იქნება 18:28-18:31, ურეკში ჩავა 18:56. მატარებელი №7005 ბათუმიდან გავა 21:30, ქობულეთში ჩავა 22:01-22:04, ურეკში იქნება 22:22.

ლუწ რიცხვებში: მატარებელი №7002 ურეკიდან გამოვა 17:05, ქობულეთში იქნება 17:27-17:31, აღნიშნული მატარებელი ბათუმში ჩავა 17:50. მატარებელი №7004 ურეკიდან გავა 19:35 ქობულეთში იქნება 20:05-20:09, ბათუმში ჩავა 20:27.  სამგაზვრო მატარებელი №7006 ურეკიდან გავა 0;15, ქობულეთში ჩავა 0:39-0:43 და ბათუმში იქნება ღამის 1:01.

აღნიშნულ სამგზავრო მატარებლებზე ბილეთის ღირებულება ბიზნეს კლასისთვის  შეადგენს 10 ლარს, I კლასით მგზარობის საფასურია 8 ლარი, ხოლო II კლასით მგზავრობა შესაძლებელია  6 ლარად. I და  II კლასით მგზავრობისას ბავშვებზე  მოქმედებს შეღავათიანი ტარიფი.

[R]

Volkswagen-ის ახალი ფუნქცია, რომელიც შორიდანვე ცნობს ძმის შეყვარებულს

მეტი ურთიერთობა! – საქართველოს ბანკის საბანკო მომსახურების ახალი მოდელი