Aeuvum-მა გამოუშვა Ravn X, მსოფლიოში მასშტაბით ყველაზე დიდი უპილოტო თვითმფრინავების სისტემა, რომელიც ემსახურება თანამგზარების კოსმოსში სწრაფად, ანუ, ყოველ 180 წუთში გაგზავნას. თვითმფრინავის წონა 55 000 ფუტს შეადგენს და შეუძლია აფრინდეს ნებისმიერი ასაფრენი ბილიკიდან, რომლის სიგრძე მინიმუმ 1 მილია და ამისთვის იმდენივე საწვავს იყენებს, რამდენსაც სხვა თვითმფრინავები.
აშშ-მ დაადგინა დედამიწის დაბალ ორბიტაზე უკიდურესად სწრაფი წვდომის კრიტიკული საჭიროება. „ჩვენ ახლა ყველანი უფრო სწრაფები ვართ. ჩვენთვის კოსმოსური სივრცე ერთადერთი თვალსაჩინო წერტილია, საიდანაც მომავალ თაობას შეუძლია გლობალური პროგრესის მიღწევა. ჩვენი ავტონომიური ტექნოლოგიების საშუალებით, Aevum შეამცირებს „მოლოდინის“ ვადას წლებიდან თვეებამდე და როდესაც ჩვენს მომხმარებლებს ამის სურვილი გაუჩნდებათ, თვეები იქცევა წუთებად. ეს აუცილებელია დედამიწაზე ცხოვრების გასაუმჯობესებლად და სიცოცხლის გადასარჩენად.“ – განაცხადა Aevum-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეი სკაილიმ.
ის, რაც Ravn X-ის გამორჩეულად შთამბეჭდავს ხდის, არის „ავტონომიური გაშვების არქიტექტურა“ – მისი ავტონომიური გაშვების შესაძლებლობა, რაც გულისხმობს სრულიად თვითმართვად, თვითრეგულირებად ინტელექტუალურ სისტემას. თავად სისტემა იღებს გადაწყვეტილებას თითოეული სიტუაციის შესაბამისად და საწყისი წერტილიდან დანიშნულების ადგილამდე პილოტის გარეშე მისფრინავს. თანაც ის არის ერთადერთი პატარა რაკეტა-გადამზიდი, რომელიც მრავალჯერადი გამოყენებისთვის აიგო.
ავტონომიური ორბიტალური რაკეტის არსებობა მკვეთრად ამცირებს ბარიერს კოსმოსურ სივრცეში გასასვლელად. ის ასევე აჩქარებს ისეთი ინდუსტრიების გაუმჯობესებას, როგორიცაა ლოჯისტიკა, დაზვერვა, თავდაცვა, ელექტრონული კომერცია, თანამედროვე ანალიტიკა, კლიმატის ცვლილება, ამინდის მონიტორინგი, სოფლის მეურნეობა, ნივთების ინტერნეტი (IoT) და სხვ.