21
Feb
2019

ამერიკულმა კომპანიამ აჭარული ხაჭაპური წლის კერძად დაასახელა

21 Feb 2019

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქართული სამზარეულო და ხაჭაპური კიდევ ერთხელ გახდა მომხმარებლის რჩეული. რესტორნისა და მასპინძლობის სფეროს წამყვანი ამერიკული კომპანია ,,af&co” 2019 წლის ტენდენციებს აქვეყნებს, სადაც ქართულ საჭმელს წლის სამზარეულოდ, აჭარულ  ხაჭაპურს კი წლის კერძად ასახელებს.

,,af&co” ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანი საკონსულტაციო კოპმანიაა, რომელიც რესტორნების, საკვებისა და სასმელის, მასპინძლობის მარკეტინგის უმთავრეს ტენდენციებს პერიოდულად ასახელებს. რაც შეეხება აჭარულ ხაჭაპურს, ის  წლის კერძად თავისი გემოს – ყველისა და კვერცხის ნაზავის, ასევე ინსტაგრამზე ხშირი პოსტების წყალობით დასახელდა.”

აღსანიშნავია, რომ აჭარული ხაჭაპური წელს ასევე იყო  მომხმარებელთა რჩეული კულინარიული ვებ-გვერდის „Tasteatlas“ -ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში.

განხილვა