in

აფანტაზია წარსულისა და მომავლის ვიზუალიზაციას ართულებს — კვლევა

იშვიათ მდგომარეობას, რომელიც ადამიანებს ვიზუალური გამოსახულების წარმოდგენის საშუალებას არ აძლევს, შესაძლოა, ჩვენს გონებაზე იმაზე მეტი გავლენა ჰქონდეს, ვიდრე ამაზე ვფიქრობდით…

M2
M2

აფანტაზიას ზოგჯერ გონებრივ სიბრმავედაც მოიხსენიებენ და ეს მდგომარეობა ჩვენთვის მეცხრამეტე საუკუნიდან არის ცნობილი, თუმცა მეცნიერთა ყურადღება სულ ახლახან მიიპყრო. კვლევები შეისწავლის თუ როგორ ვლინდება აფანტაზია ადამიანებში, გვაჩვენებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია გონებრივი გამოსახულება, როგორც ტვინის სხვა ფუნქციების კომპონენტი. 

ამასთან, კოგნიტიური ნეირომეცნიერის ალექსეი დოუსის მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რომ აფანტაზიის მქონე ადამიანებს წარსულის დამახსოვრებისა და მომავლის წარმოდგენის უნარი დაქვეითებული ჰქონდათ. თუმცა ზოგიერთი სიზმრისა და სხვა მცირე დეტალების გარდა…

„ეპიზოდური მეხსიერება და მომავლის პერსპექტივა ფუნქციურად მსგავსია და ორივე ყოველდღიური შემეცნებითი პროცესია. ეს მოვლენებისა და სცენების რეკონსტრუქციულ სიმულაციას მოიცავს, რომლებსაც თან ახლავს ვიზუალური გამოსახულების სახით ონლაინ სენსორული გამეორება“, — განმარტავს დოუსი.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გონება შინაგან ვიზუალურ გამოსახულებას იხსენებს, ბევრი რამ ამის შესახებ ჯერ კიდევ არ ვიცით. სწორედ ამიტომ, დოუსმა ექსპერიმენტი ჩაატარა — 60 მონაწილიდან ნახევარს აფანტაზია ჰქონდა, მათ ავტობიოგრაფიული ინტერვიუს ადაპტირებული ვერსია შეავსეს, ტესტი, რომელიც მოზრდილებში ავტობიოგრაფიული მეხსიერების კომპონენტების შესაფასებლად ტარდება. ამასთან, მათ კონკრეტულ სიტყვებზე დაყრდნობით 6 რეალური და 6 ჰიპოთეტური მოგონება უნდა წარმოედგინათ.

აფანტაზიის მქონე მონაწილეებს საკონტროლო ჯგუფთან შედარებით ეპიზოდური დეტალები ნაკლებად ახსოვდათ, როგორც წარსულის, ისე მომავლის მოვლენების შესახებ. ეს სუსტ ვიზუალურ, ობიექტებისა და სცენის გამოსახულებებს მოიცავდა, თუმცა მათ სივრცითი გამოსახულების უნარი აფანტაზიის არმქონე ადამიანების მსგავსი ჰქონდათ.

შესაძლოა, ზემოქმედების მასშტაბის განსაზღვრა ჯერ ზუსტად არ შეგვეძლოს, მაგრამ, ფაქტია, რომ ვიზუალური გამოსახულების გენერირების უნარი მოვლენების გონებრივი კონსტრუქციისთვის მნიშვნელოვანია, იქნება ეს რეალური მოგონებები თუ კონკრეტული სცენების წარმოდგენა.

ხოლო ის ფაქტი, რომ წარსულისა და მომავლის ამბები ერთნაირად მოქმედებს, კონსტრუქციული ეპიზოდური სიმულაციის ჰიპოთეზას უჭერს მხარს — მომავლის ხედვა შემეცნებითი პროცესია, რომელიც წარსული მოგონებების ფრაგმენტებს აგროვებს, რათა შემდგომ შესაძლო მოვლენების სურათი დახატოს.

ამის გათვალისწინებით, გამოცდილების გახსენება თუ მისი წინასწარ განცდა შენახული აღქმის, სივრცით-დროითი და კონცეპტუალური ინფორმაციის რეკომბინაციას მოითხოვს. შესაბამისად, ისეთ კოგნიტიურ პროცესებს ეყრდნობა, რაც გონებრივ გამოსახულებას მოიცავს”, — აცხადებენ მკვლევრები. 

შესაძლოა, ეს არ ნიშნავდეს იმას, რომ აფანტაზიის მქონეებს წარსული მოვლენების გახსენება ან მომავლის წარმოდგენა საერთოდ არ შეუძლიათ, მაგრამ კვლევების მიხედვით, მათ ეს უნარები სხვებთან შედარებით ნამდვილად დაქვეითებული აქვთ. 

„მოქალაქეობანა“ – USAID-ის სამაგიდო თამაში სკოლებში სამოქალაქო განათლების გაძლიერებისთვის

5 ონლაინ ხელსაწყო, რომელიც E-Mail მარკეტინგში დაგეხმარებათ