in

ახალი კვლევა – როგორ მოქმედებს მარტოობა ჩვენს ტვინზე?

პანდემიის საწყის ეტაპზე ადამიანთა  უმეტესობა მხოლოდ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე დარდობდა და ვერ ხვდებოდა, რამდენად იმოქმედებდა მოცემული სიტუაცია ფსიქიკურ მდგომარეობაზე.

ახლა კი სწორედ ის დროა, თვალი გავუსწოროთ შედეგებს – რა შეიცვალა ჩვენს ტვინში?

კვლევის თანახმად ირკვევა, რომ სოციალური დისტანციით გამოწვეული მარტოობა ჩვენს ტვინში მეხსიერებისა და წარმოსახვის არეალებზე მოქმედებს. ამ შემთხვევაში მეცნიერები მარტოობას განმარტავენ, როგორც ”სოციალური იზოლაციის სუბიექტურ აღქმას, ან სოციალური კავშირის სასურველ და აღქმულ დონეებს შორის შეუსაბამობას”. როგორც ამბობენ, ადამიანი “ულტრასოციალური ცხოველია”, რომელსაც შესაბამისი სოციალური ურთიერთობების არარსებობისას ექმნება, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური პრობლემები.

დასკვნები დაფუძნებულია 40-დან 69 წლამდე ასაკის, 40 000 მონაწილის მრავალრიცხოვან ინფორმაციაზე. კვლევის ფარგლებში მკვლევარებს  წვდომა ჰქონდათ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (MRI) მონაცემებზე, აგრეთვე გენეტიკასა და ფსიქოლოგიურ თვითშეფასებაზე.

მეცნიერებმა კვლევის იმ მონაწილეთა MRI-ს მონაცემები შეადარეს ერთმანეთს, ვინც მარტოობას განიცდიდა და პირიქით, ვისაც არ ჰქონდა ამის შეგრძნება. შედეგად ძირითადი განსხვავებები აღმოაჩინეს. მარტოობის აღქმა და გრძნობა მოქმედებდა ტვინის უბანზე, რომელიც პასუხისმგებელია მოგონებებზე, ასევე სოციალურ შემეცნებასა და წარმოსახვაზე. ის წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ყურადღებას ვამახვილებთ წარსულზე, ვფიქრობთ მომავალზე და სხვა აწმყოზე ვოცნებობთ.

მათი ტვინის „ნაგულისხმევი რეჟიმის ქსელი“ (DMN), ვინც მარტოობას განიცდიდა, უფრო „დახლართული“ იყო და უფრო მეტი რუხი ნივთიერების მოცულობა ჰქონდა.

რა არის პასუხისმგებელი ტვინის სხვაობებზე იმ ადამიანებს შორის, ვინც თავს მარტოსულად გრძნობს და მათ შორის, ვინც არ განიცდის მას?

მეცნიერთა აზრით, პასუხი „ნაგულისხმევი რეჟიმის ქსელის“ (DMN) ფუნქციონირებაშია. მარტოხელა ადამიანები უფრო ხშირად იყენებენ თავიანთ ფანტაზიას, მოგონებებსა და იმედებს. საინტერესოა, რომ დეპრესიისა და მელანქოლიისკენ მიდრეკილ ადამიანებს ზედმეტად აქტიური DMN აქვთ.

კვლევის წამყვანი ავტორი, ნათან სპრენგი ამტკიცებს, რომ სასურველი სოციალური გამოცდილების არარსებობის შემთხვევაში ადამიანი ფოკუსირებულია წარსულის გახსენებაზე, როდესაც ის კარგად გრძნობდა თავს და კმაყოფილი იყო საკუთარი მდგომარეობით, ან იყენებს ფანტაზიას – გონებაში საკუთარი ოცნებების ვიზუალიზაციას ახდენს და კადრებად წარმოიდგენს სასურველ სცენარს.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ აღნიშნული კვლევა ფსიქოლოგებსა და ფსიქიატრებს დაეხმარება მარტოობისა და მისი მკურნალობის სრულყოფილი სურათის დასახვაში. ხანდაზმულ ადამიანებზე ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მარტოობა უკავშირდება დემენციის უფრო ძლიერ რისკს და კოგნიტურ საკითხებს.

Click Events-ის საახალწლო გეგმები

მარგო კორაბლევას პერფორმანსის თეატრი – სხეულისა და გონების სიახლოვე