in

„აფლელუ პარიზის” ახალი ფილიალის გახსნამ დიდი ხმაურით ჩაიარა

100 სათვალე პირველ 100 მომხმარებელს – ასეთი აქციით გახსნა „აფლელუ პარიზმა” თავისი რიგით მე-4 ფილიალი ა. პუშ­კი­ნის 11 ნო­მერ­ში. ფრანგული ოპტიკური ბრენდის ახალი სალონის გახსნა საზეიმო ვითარებაში, აფლელუ პარიზის რეგიონულ წარმომადგენლებთან ერთად გაიმართა. ამ დღის აღსანიშნავად, პუშკინის ქუჩაზე დიდი ხალხმრავლობა შეინიშნებოდა, შესაბამისად, ამ დღემ ხმაურითა და სადღესასწაულო განწყობით ჩაიარა. იმისთვის, რომ მომხმარებელს ეს დღე განსაკუთრებულად დამახსოვრებოდა, ბრენდმა პირველ ას ადამიანს საჩუქრად სათვალეები გადასცა. გარდა ამისა, მომხმარებლებმა დაათვალიერეს ახალი სალონი და აქ წარმოდგენილ პროდუქციასაც გაეცნენ.

აფლელუ პარიზი 45 წლის გამოცდილებას ითვლის და 20 ქვეყანაშია წარმოდგენილი მსოფლიო მასშტაბით. თავად აფლელუს ბრენდული სათვალის გარდა, ის აერთიანებს ისეთი ცნობილი ბრენდების პროდუქციასაც, როგორებიცაა: Tom Ford, Gucci, Montblanc, Mykita, Ray-ban, Persol, Celine და Prada. ექსკლუზიურად, მხოლოდ აფლელუში კი შეგიძლიათ, შეარჩიოთ Moscot, Kaleos და Carolina Lemke-ს სათვალე.

აფლელუ პარიზი საქართველოში პირველად 2021 წელს გაიხსნა და მას შემდეგ გაფართოებას აგრძელებს. პირველივე დღიდან აქ მოქმედებს ე.წ. „ჩინ-ჩინ” აქცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი სათვალის შეძენის შემთხვევაში მეორეს სიმბოლურ ფასად, სულ რაღაც 1 ლარად მიიღებთ. ეს აქცია ყველა ფილიალზე ვრცელდება, მათ შორის, ახალ გახსნილზეც.

გარდა პროდუქტისა, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ აფლელუ მომხმარებელს ოფთალმოლოგისა და ტექნიკოსის, ანუ სრულ ოპტიკურ მომსახურებასაც გთავაზობთ.

აფლელუ ის ქსელია, რომელმაც ფრანგული მოდის ტენდენციები საქართველოშიც გააცოცხლა და მომხმარებელს ბრენდული, დახვეწილი კოლექციებით, სააქციო შეთავაზებებითა და მოსახერხებელი მომსახურებით მუდმივად ანებივრებს.

[R]

ფირფიტებზე გაცოცხლებული ადრეული 90-იანებისა და 2000-იანების მუსიკა – „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის“ მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

აი, როგორ მუშაობს სცენარისტი