ფრანგული ოპტიკის საერთაშორისო ბრენდმა, AFFLELOU Paris-მა თბილისში, კერძოდ „სითი მოლში” კიდევ ერთი მაღაზია გახსნა. ეს უკვე მესამე ოპტიკური სალონია, რომელსაც ბრენდი საქართველოში ფლობს და მეორე ფილიალია სითი მოლისთვის, რომელსაც განსხვავებული კონცეფცია აქვს. ამ ფილიალში მომხმარებელს მსოფლიოს წამყვან ოპტიკურ ბრენდებთან ერთად ნიშური და კრეატიული სათვალეებიც დახვდება, როგორებიცაა: Ray Ban, Moscot, Oliver Peoples, Kaleos, Tom Ford, Yves Saint Laurent, Retrosuperfuture, Mykita, Komono და Persol.
ახალი მაღაზია AFFLELOU Paris-მა თავის მომხმარებელთან ერთად, საზეიმო ვითარებაში 23 ნოემბერს გახსნა. ბრენდმა მოაწყო ფრანგული საღამო, სადაც სასიამოვნო მუსიკითა და ფრანგული ტკბილეულით უმასპინძლა სტუმრებს, პროდუქციაზე კი განსაკუთრებული შეთავაზებები ჰქონდა წარმოდგენილი.
AFFLELOU Paris 21 ქვეყანაში ოპერირებს. მას გამორჩეული ისტორია და ინოვაციური პროდუქტები აქვს. მისი გამოცდილება ოპტიკის ექსპერტთა პრაქტიკაზეა დაფუძნებული. აფლელუს სალონებში აღმოაჩენთ ექსკლუზიურ ბრენდებს, რომლებიც ხელნაკეთ პროდუქტებს გვთავაზობს და ავთენტური დიზაინი აქვს. ესენია: Kaleos, Moscot, Restrosuperfuture და Oliver Peoples. ბრენდი აგრეთვე გთავაზობთ MAGIC სათვალეებს, რაც გაძლევთ შესაძლებლობას, სათვალის გამოცვლის გარეშე შეიცვალოთ იმიჯი. ულტრამსუბუქი და მოდური სათვალის კლიპების მეშვეობით მარტივად გარდაქმნით მას ახალ სტილზე.
გარდა ამისა, AFFLELOU Paris-ში მომხმარებელს მუდმივად ანებივრებენ Tchin Tchin შეთავაზებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი სათვალის ყიდვის შემთხვევაში, მეორის შეძენა AFFLELOU-ს კოლექციიდან მხოლოდ ერთ ლარადაა შესაძლებელი.
AFFLELOU Paris გამორჩეულ სტილსა და განსხვავებული არჩევანის გაკეთების საშუალებას გთავაზობთ. მისი პირველი მაღაზია საქართველოში 2021 წელს გაიხსნა, ახლა კი უკვე მესამე ფილიალში შეგიძლიათ დაათვალიეროთ და შეიძინოთ მსოფლიოში ცნობილი დიზაინერების მიერ შექმნილი სათვალეები.
[R]