in

ჩინ-ჩინ – ერთი მე, ერთი შენ! – „აფლელუ პარიზში” სოციალური კამპანია დაიწყო

აფლელუ პარიზი” ფრანგული ოპტიკური სალონების ქსელია, რომელიც მსოფლიოს 20 ქვეყანაში არის წარმოდგენილი წამყვანი ბრენდების უახლესი კოლექციებით. ასევე, აქვს საკუთარი ბრენდი „აფლელუ”, რომლის მზისა და ოპტიკური ჩარჩოების მრავალფეროვანი არჩევანი ყოველწლიურად ახლდება და იხვეწება.

აფლელუ პარიზს მსოფლიო და მათ შორის ქართულ ბაზარზეც მუდმივი უნიკალური შეთავაზება აქვს, რომელსაც ასე ჰქვია –  ჩინ-ჩინ! რაც ნიშნავს შემდეგს: ნებისმიერი სათვალის შეძენისას, მომხმარებელი მეორეს, აფლელუს ბრენდის კოლექციიდან იღებს მხოლოდ 1 ლარად.

ამ შეთავაზებით საკმაოდ აქტიურად სარგებლობს აფლელუ პარიზის ქართველი მომხმარებელიც. წელს ბავშვთა დღესთან დაკავშირებით ბრენდმა გადავწყვიტა, რომ ჩინ-ჩინს სოციალური დატვირთვა შეეძინა – მაისის პირველი კვირიდან, აფლელუ პარიზში სასურველი სათვალის შეძენისას მეორე სათვალე შეგიძლიათ სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს გაუგზავნოთ.

ჩვენ ბავშვთა დღის ცენტრის, „ახალი ნაბიჯების” ბავშვებს ჩავუტარეთ მხედველობის შემოწმება და შემდეგ შევურჩიეთ შესაბამისი სათვალეები. ეს სათვალეები განთავსებულია აფლელუს ოპტიკურ სალონში, სპეციალურ სტენდზე, საიდანაც მომხმარებელი შეარჩევს, ვისთვის სურს გაგზავნა და ჩინ-ჩინის ყუთში ჩააგდებს მას. პირველ ივნისს კი შეგროვებულ სათვალეებს ჩვენ წავიღებთ და ადრესატებს გადავცემთ ჩვენი მომხმარებლების სახელით.

კამპანიის ცნობადობისთვის კი ვიტრინებში ამ ბავშვების მიერ დახატული საკუთარი პორტრეტები გამოვფინეთ“, – აცხადებენ „აფლელუ პარიზის” წარმომადგენლები.

აფლელუ პარიზის მისამართია – სითი მოლი საბურთალო, პ. ქავთარაძის 1.

[R]

რატომ არის „თეგეტა” კანის ლომების მხარდამჭერი

„ნაფიქრალი“ — აზროვნების აკადემიის წლის შემაჯამებელი ღონისძიება