in

Aflac-ის იხვი მოულოდნელი სამედიცინო დავალიანებებისგან გიხსნით

Gap Goat-ს ჯანმრთელობის დაზღვევის პროვაიდერი Aflac თავისი ცნობილი იხვი სპიკერით უპირისპირდება. ეს თხა კი ზუსტად იმ დარჩენილ სამედიცინო ვალს წარმოადგენს, რომელსაც დაზღვევა ვერ ფარავს. 

დიახ, სიუჟეტი კომედიურია. აქ თქვენ Gap Goat-სა და იმ სიცარიელეს გაიცნობთ, რომელიც ჯანმრთელობის დაზღვევასა და სამედიცინო გადასახადებს შორის არსებობს. პირველ კადრში ვხედავთ, რომ Aflac-ის იხვი ალაბამას უნივერსიტეტის მთავარ მწვრთნელს ნიკ საბანს ჭადრაკს ეთამაშება. თუმცა ამ პროცესს მათთვის აქამდე უნახავი Gap Goat შლის. სწორედ ამიტომ, იხვი მასთან კამათს იწყებს. 

ხოლო მას შემდეგ, რაც ამ კამათში ნიკ საბანი და Jackson State-ის მწვრთნელი დეიონ სანდერსი ჩაერთვებიან, მისი შინაარსიც გასაგები ხდება…

მაშინ, როცა Aflac Duck ყველასთვის ცნობილი სახელია, Gap Goat ახალ მარკეტინგულ შესაძლებლობებს წარმოადგენს ისეთი ამბის შესაქმნელად, რომელიც იუმორსა და მიზანს ერთდროულად აჩვენებს, რათა მივაწოდოთ ინფორმაცია ხარვეზების შესახებ იმ მომხმარებლებს, რომლებსაც სამედიცინო ვალები აქვთ, — აცხადებს ტერეზა ვაითი, Aflac US-ის პრეზიდენტი. 

საინტერესოა ისიც, რომ Aflac-ის კამპანიაში ნიკ საბანი და დეიონ სანდერსი აქამდეც მონაწილეობდნენ, ამის მიზეზად კი იმას ასახლებენ, რომ ისინი საუკეთესოები არიან იმაში, რასაც აკეთებენ. 

ჩვენ ყოველთვის ვეძებთ გზებს ჩვენს კამპანიაში იუმორის ჩასართავად და გვჯერა, რომ გულშემატკივრები იხვსა და თხას შორის არსებული დინამიკით ისიამოვნებენ. ეს კი დაგვეხმარება, ინფორმაცია მივაწოდოთ იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია Aflac-ს მათი მომზადება მოულოდნელი სამედიცინო გადასახადებისთვის, — ამბობს გარტ კნუტსონი, Aflac-ის ვიცე პრეზიდენტი.

„ბურგერი, რომელიც შეიძლება არ არსებობდეს“ — McDonald’s-ის ახალი კამპანია

მოწყობილობა, რომელიც პარკინსონს სუნთქვაზე დაკვირვებით დაადგენს