in

გეშინიათ თუ არა საკუთარი თავისთვის ლიდერის წოდების?

როცა საქმე ლიდერობას ეხება, თვითიდენტობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. კვლევის თანახმად, საკუთარი თავის ხელმძღვანელად დანახვა მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია პირველობისკენ მიმავალ გზაზე. ხოლო ამის უარყოფამ, შესაძლოა, ლიდერული პასუხისმგებლობების აღებაში შესაბამისი უნარების მქონე ადამიანებს ხელი შეუშალოს. და რატომ უჭირთ ადამიანებს საკუთარი თავის ლიდერად აღქმა?

pasha-statiebi
pasha-statiebi

უდავოა, რომ ამაზე გავლენა მრავალ ფაქტორს ექნება, მაგრამ კვლევისას გამოვლინდა, რომ რეპუტაციაზე წუხილი აქ მთავარ როლს თამაშობს, ადამიანებს ხელს უშლის, პროაქტიულად მიაღწიონ თავიანთ მიზნებს. სწორედ ამიტომ, მკვლევრები დაინტერესდნენ, ადამიანის რეპუტაციის აღქმულ რისკს ჰქონდა თუ არა გავლენა მათი იდენტობის ლიდერად აღქმის გრძნობაზე და უბიძგებდა თუ არა მათ ეს ნაკლები ხელმძღვანელობისკენ. კითხვაზე პასუხის გასაცემად 1700 მონაწილე გამოჰკითხეს, პასუხი კი შემდეგი იყო: ადამიანები, რომლებიც ლიდერად ყოფნის რეპუტაციულ რისკებზე წუხდნენ, ნაკლებად მოქმედებდნენ ხელმძღვანელების მსგავსად.

კონკრეტულად კი 3 საერთო რეპუტაციული შიში გამოავლინეს, რომელიც ადამიანებს საკუთარი თავის ლიდერად აღქმაში უშლიდა ხელს:

დომინირების შიში

კვლევის ბევრი მონაწილე წუხდა იმის გამო, რომ თუ ისინი მაღალ ლიდერულ თანამდებობებს დაეუფლებოდნენ, სხვები ბოსად, ავტოკრატიულად ან დომინანტად აღიქვამდნენ. ერთ-ერთმა ინტერვიუერმა თქვა: მე არ მინდა ამბიციური ვჩანდე, ან სუსტი ადამიანებით ვისარგებლო, არ მინდა სიცივე გამოვიჩინო…. მართალია, ბევრი რამ დაიწერა ისეთი სიტყვის გამოყენებაზე, როგორიცაა ბოსი, მაგრამ კვლევამ აჩვენა, რომ ამასთან შეხვედრის ქალებსა და მამაკაცებს თანაბრად ეშინოდათ. 

განსხვავებულობის შიში

მეორე საერთო პრობლემა იყო ის, რომ ლიდერის როლის შესრულება სხვებისგან გამოყოფდა მათ და ისინი განსხვავებულობის გამო ზედმეტ ყურადღებასაც იღებდნენ. ეს უკანასკნელი პრობლემა მაშინაც კი იყო, როცა პოზიტიურ ყურადღებასთან გვქონდა საქმე. 

არ მინდა, რომ მაკვირდებოდნენ ან იდეალად მაქციონ. მე კომფორტულად ვგრძნობ თავს ხელმძღვანელობისას, მაგრამ ამავდროულად მინდა ზუსტად იმ დონეზე ვიყო, რა დონეზეც სხვები არიან, — აცხადებს კვლევის მონაწილე. 

დიახ, ბევრი ადამიანი წუხს იმაზე, რომ თუ ისინი ლიდერები გახდებიან, მათ ჯგუფთან მიკუთვნებულობის გრძნობის დათმობა მოუწევთ. 

არაკვალიფიციურობის შიში

მიუხედავად იმისა, რომ ისინი თავს კვალიფიციურად თვლიან, კვლევის მონაწილეთა უმეტესობის თქმით, მათ ეშინოდათ, რომ სხვები ლიდერობისთვის შეუფერებლად მიიჩნევდნენ. ერთ-ერთი მათგანი ამბობს: „ვიცი, ადამიანები ხშირად ხელმძღვანელის პოზიციაზე კაცებს წარმოიდგენენ, ეს, რაღაც მხრივ, თავს არაკომფორტულად მაგრძნობინებს. ვწუხვარ, რომ თუ ჩემს სფეროში ლიდერულ პოზიციას მოვიპოვებ, ადამიანები ამას სერიოზულად არ მიიღებენ“

რა თქმა უნდა, ამ შიშებს რეალური გამოცდილებები წარმოშობს, განსაკუთრებით კი ქალებისა და ფერადკანიანი ადამიანების შემთხვევაში. ხოლო იმის მიუხედავად, გამართლებულია თუ არა კონკრეტული შიშები, მნიშვნელოვანია, გაიაზროთ მათი გავლენა იმაზე, თუ როგორ უყურებთ საკუთარ თავს. კვლევისას გამოვლინდა, რომ ადამიანებს, რომლებსაც რეპუტაციული რისკების გამო მეტად ეშინოდათ, საკუთარ თავს ლიდერებად ნაკლებად აღიქვამდნენ. შესაბამისად, ნაკლებად მოქმედებდნენ ლიდერების მსგავსად და მათი ხელმძღვანელების მიერ ხელმძღვანელ პირებადაც ნაკლებად აღიქმებოდნენ. 

ერთი შეხედვით, ეს, შესაძლოა, ურთიერთსაპირისპირო ჩანდეს. რატომ უნდა იქონიოს რისკების აღქმამ გავლენა ისეთ საკითხზე, როგორიც თქვენი იდენტობაა?! თუმცა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ეს ეფექტი სულაც არ არის გასაკვირი… არავის მოსწონს საკუთარ თავზე ფიქრი, როგორც საშიშ ადამიანზე, ლიდერებს კი ხშირად მნიშვნელოვან გამოწვევებთან შეხვედრა უწევთ. ასე რომ, როცა ლიდერობა სარისკოდ გამოიყურება, ადამიანები ქვეცნობიერად ხელახლა განსაზღვრავენ საკუთარ იდენტობას, რათა გაამართლონ მისი თავიდან აცილება… აქ კი ბევრად უფრო მოსახერხებელია, ლიდერობის სურვილის ლოგიკურად დასაბუთება საკუთარი თავისთვის იმის თქმით, რომ თქვენ უბრალოდ ლიდერი არ ხართ, ვიდრე იმის აღიარება, რომ გეშინიათ, რას იფიქრებენ სხვები.

ერთი კარგი ამბავიც გვაქვს — კვლევისას რამდენიმე ფსიქოლოგიური გზა გამოიკვეთა, რაც მენეჯერებს შეუძლიათ გამოიყენონ, რათა შეამცირონ ამ შიშების პოტენციალი და გავლენა, საშუალება მისცენ ადამიანებს, საკუთარი თავის იდენტიფიცირება მოახდინონ და გახდნენ ლიდერები. პირველი ის არის, რომ რეპუტაციული რისკების შესახებ ადამიანთა აღქმებზე გავლენის ქონა შესაძლებელია. პოდკასტებში, რომლებშიც ლიდერობას სარისკოდ აღწერდნენ, მისი მსმენელებიც ამ აზრს ემხრობოდნენ და ნაკლებად ამჟღავნებდნენ ლიდერულ თვისებებს, ხოლო, როცა ლიდერობას დაბალი რისკის მქონედ თვლიდნენ, შედეგიც შესაბამისი იყო. გამოდის, ლიდერობის ნაკლებად სარისკოდ წარმოჩენით, მენეჯერებს შეუძლიათ, დაეხმარონ თანამშრომლებს, ლიდერის როლში თავი უფრო კომფორტულად იგრძნონ. 

მეტიც, მათ თანამშრომელთა რეპუტაციულ პრობლემებთანაც შეუძლიათ გამკლავება. დიახ, გასაგებია, რომ ადამიანებს არ სურთ ისეთ იდენტობასთან იყვნენ დაკავშირებულნი, რომელიც სტერეოტიპულად აღიქმება, როგორც დომინანტი, განსხვავებული და არაკვალიფიცირებული. აქ კი ორგანიზაციებმა, როგორც სიტყვებით, ისე მოქმედებებით, უნდა აჩვენონ, რომ ნებისმიერს შეუძლია იყოს ლიდერი. შესაბამისად, ლიდერობის როლის შესრულებაც პოზიტიურად აღიქმება. 

რა თქმა უნდა, სრულად ვერანაირი ჩარევით შევძლებთ რეპუტაციული შიშების გაქრობას, მაგრამ კვლევამ ის სტრატეგია წარმოგვიდგინა, რომლითაც მენეჯერებს ამ შიშების ნეგატიური გავლენის შემცირება შეუძლია. როცა სტუდენტები ლიდერობას თანდაყოლილ უნარად აღიქვამდნენ, რეპუტაციული რისკების აღქმა საკუთარი თავის ლიდერად იდენტიფიცირებას ამცირებდა. ხოლო, როცა სტუდენტები ლიდერობას შეძენილ უნარად მიიჩნევდნენ, რომლის სწავლაც შესაძლებელი იყო, აღნიშნული ეფექტი ქრებოდა… ეს კი, ალბათ, იმიტომ ხდება, რომ ისინი უფრო კომფორტულად არიან წარუმატებლობებთან, ხოლო ლიდერობის თანდაყოლილ უნარად აღქმის შემთხვევაში, მიიჩნევენ, რომ ნებისმიერი შეცდომა სამუდამოდ აზიანებს რეპუტაციას და მიუთითებს, იმაზე, რომ ისინი ლიდერობისთვის არ არიან დაბადებულნი. აქ კი, თუ მენეჯერები ამ უკანასკნელს დაუპირისპირდებიან, რეპუტაციული პრობლემების თავიდან არიდებასაც შეძლებენ. ეს თანამშრომლებისთვის სახელმძღვანელო წესების მიწოდებასა და შესაძლებლობების მიცემას ნიშნავს, რათა განავითარონ თავიანთი ლიდერობის უნარები, შეამჩნიონ პროგრესი ამ უნარების განვითარებაში და ღიად გააზიარონ ლიდერობის წარუმატებელი და წარმატებული ისტორიები. 

ლიდერობა არის კონცეფცია, რომელსაც წინააღმდეგობას ხშირად ვუწევთ. ეს ნაკლებად მოკრძალებული ჩანს, საკუთარი თავის განდიდებაც კია, რათა საკუთარ თავზე ისე, როგორც ლიდერზე ვიფიქროთ. მაგრამ თუ მართალია ის, რომ ჩვენ ყველა საზოგადოებისთვის ვართ შექმნილნი, მაშინ ლიდერობა ყველას მოწოდებაა… როდესაც ჩვენ ვცხოვრობთ მჭიდროდ დაკავშირებულ ეკოსისტემაში, რომელსაც საზოგადოება ჰქვია, ყველა მიჰყვება და ყველა ლიდერობს“, — წერს პარკერ პალმერი, ავტორი.

ხოლო კულტურის ჩამოყალიბებას, რომელიც აღნიშნავს ლიდერობას და მას რეალურად ხელმისაწვდომს ხდის განურჩევლად სქესისა, რასისა, ასაკისა თუ სხვა იდენტობისა, შეუძლია დაეხმაროს ყველას, რათა ლიდერის როლში თავი კომფორტულად იგრძნონ. 

 

წყარო: HBR



მარკეტერების სახელმძღვანელო NFT კამპანიის დასაგეგმად

როგორ გავაუმჯობესოთ Email მარკეტინგი შავი პარასკევისთვის?