21
Oct
2019

აფრიკის თემაზე 350 ემოჯი შეიქმნა

21 Oct 2019

veon
veon


„მინდოდა, ისეთი ემოჯიები შემექმნა, რომლებიც აფრიკელ ხალხთან იქნებოდა დაკავშირებული“, – ამბობს  ოპელრუ გრებეტი, სტუდენტი კოტ-დ’ივუარიდან. მან 350-ზე მეტი ემოჯი შექმნა, რომლებიც სხვადასხვა ფორმით, დასავლეთ აფრიკულ კულტურას უკავშირდება.

 

BBC-ის ინფორმაციით, შესაძლებელია ამ ემოჯიების გადმოწერაც. თავად ავტორი ოპელრუ გრებეტი, 21 წლისაა. სურს, 3D დიზაინის პროფესიულ დონეზე სწავლა და აინტერესებს ვირტუალური რეალობა. მისი აზრით, რაც უფრო კარგად დაეუფლება ამ პროფესიას, მით მეტი შესაძლებლობა ექნება, პატივი სცეს აფრიკული ტრადიციებს.

განხილვა