in

ცისფერ ცეცხლში გახვეული აფრიკა – Absolut–ის მუსიკალური ვიდეორგოლი

აფრიკის გაგონებისას ადამიანს პირველი მისი უძველესი კულტურა, ტრადიციები, მუსიკა, ცეკვა, ცეცხლი, ბუნება, ცხოველები, უდაბნო და სრულიად განსხვავებული ხალხი ახსენდება. შეიძლება, დღესდღეობით, აფრიკა მსოფლიოს მაღალგანვითარებულ კონტინენტთა სიაში არ შედის, მაგრამ სამაგიეროდ ის ნამდვილად ხვდება იმ საოცარ ადგილთა ჩამონათვალში, რომლის ნახვა და გაცნობაც ერთი დიდი სიამოვნებაა.

BOG

ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა Absolut–მა ნამდვილად იცის, როგორ შექმნას ეფექტური ვიდეორგოლი თავისი არაჩვეულებრივი პროდუქტისთვის.

 

ბრენდმა აფრიკის ცეცხლი, იდუმალი და ამოუცნობი ხასიათი, ზუსტად მოარგო პროდუქტს და საოცრად ენერგიული რგოლი შემოგვთავაზა. ფერები, ხასიათი, სახეები, მოძრაობა, ცისფერი ცეცხლი და ძველ აფრიკულ ჰანგებზე შექმნილი სიმღერა ნამდვილად მოგაჯადოვებთ. ძველ სტილში გადაწყვეტილი თანამედროვე ვიდეო გარდა იმისა, რომ Absolut–ის სასმელის რეკლამირებისთვის არის შექმნილი, გარკვეულ გზავნილსაც გადმოსცემს: აფრიკა კაცობრიობის წარმომავლობის უძველესი კერაა – ყველას საერთო ფესვები გვაკავშირებს.

მუსიკის შექმნაზე აფრიკელმა რეპერმა Khuli Chana–მ იზრუნა და საკმაოდ დიდი სამუშაო ჩაატარა. Absolut–ის კამპანიის ფარგლებში, მას ბრენდის წარმომადგენლებთან ერთად, აფრიკის საკმაოდ ბევრი ადგილის მოვლა მოუხდა იმისთვის, რომ უფრო მეტი საინტერესო, განსაკუთრებული მომენტები შეეგროვებინა და საბოლოოდ ყველაფერი მუსიკალურ ვიდეორგოლში მოექცია.

შედეგი მართლაც არაჩვეულებრივია, ვიდეო თავისი სიმღერით ისეთივე განსაკუთრებული და გამორჩეულია, როგორც თავად სასმელი.

კომპანია, რომელიც ფუნდამენტურ ცვლილებებს გამოიწვევს საქართველოს დასაქმების ბაზარზე

„ლიონ ავტო“ თბილისობაზე Peugeot 2008-ს წარადგენს