19
ივნ
2017

სამხრეთ აფრიკელი ბავშვების დიდი გეგმები საკუთარი ქვეყნის დასახმარებლად!

19 ივნ 2017

მართალია, სამხრეთ აფრიკაში ძალიან ბევრი გაჭირვებული, მშიერი ადამიანი, დანგრეული სახლები და განუვითარებელი ინფრასტრუქტურაა, მაგრამ სამაგიეროდ ამ მდგომარეობის გამოსწორების სურვილით შეპყრობილი უამრავი ბავშვია, რომლებიც საჭირო განათლების მიღებით საკუთარი ქვეყნის უკეთესობისკენ შეცვლას, დიდი შემართებით გეგმავენ. თუმცა, დახმარება მათაც სჭირდებათ – იმისთვის, რომ თავიანთი კრეატიული, სასარგებლო და რაც მთავარია, პატრიოტული იდეები განახორციელონ პირველ რიგში, განათლება სჭირდებათ, რაც რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ფინანსებთან არის დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, ორგანიზაცია Afrika Tikkun-მა, რომელიც მთელი ძალებით ცდილობს მოიზიდოს ინვესტორები და დაეხმაროს აფრიკელ ბავშვებს ცოდნის მიღებაში, საზოგადოების ყურადღების მისაქცევად, სააგენტო Leo Burnett-ის დახმარებით, ძალიან თბილი და ემოციური ვიდეორგოლი შექმნა.

mBank

 

განხილვა