AfterShock PC კომპიუტერის პროცესორების სრულიად სხვა დონეს წარმოგვიდგენს. იგი დაუმარცხებელი შესრულებით ერთიან სენსორულ და ტაქტილურ გამოცდილებას გთავაზობთ. ეს ნიმუში მოძრაობის ინტენსივობასა და ფუტურისტულ შეგრძნებებსაც კი გაწვდით.
საინტერესოა ისიც, რომ პერსონალური კომპიუტერის ნაწილი მომხმარებელთა მოთხოვნით შეიქმნა და ის, რაც მას სხვებისგან გამოარჩევს მისი უკაბელო ვიზუალია. ამ ფუფუნებას ღია მარყუჟის სისტემა უზრუნველყოფს, რომელიც ლამაზი კუთხოვანი კიდეებით ვლინდება.
აქ ფუტურისტული აურის გარეშე ვერცერთ დეტალს იპოვით. აქვს სპეციალური GPU სტენდი, რომელიც შექმნილია სინათლის შთანთქმისთვის, ხოლო CPU-ის აგებულების რეფრაქციები მას RGB განათების ეფექტს აძლევს. ამასთან, თხევადი გაგრილების მილები, GPU და მისი შემადგენელი ყველა კომპონენტი შიშველია, რათა სინათლეს თამაშის საშუალება მისცეს და მისი მკვეთრი ფორმებიც გამოავლინოს.
ვიზუალი კი უცხოპლანეტელებით არის შთაგონებული, ამიტომ, ალბათ, იმის მოლოდინიც უნდა გქონდეთ, რომ იგი ღილაკზე თითის დაჭერით სამეცნიერო ფანტასტიკას თქვენ თვალწინ გაშლის.