in

მსოფლიოს უდიდესი თვითმფრინავი-ამფიბია წარმატებით გამოცადეს

veon
veon

ჩინეთში ჰიდროთვითმფრინავი AG600 გამოცადეს. საფრენმა აპარატმა წყალზე პირველი ფრენა წარმატებით შეასრულა. Business Insider-ის ცნობით, ეს მსოფლიოში უდიდესი ჰიდროთვითმფრინავია და მას 50 მგზავრის გადაყვანა შეუძლია. მისი წონა 53.5 ტონაა. ცნობილია, რომ ჰიდროთვითმფრინავს გადაუდებელ სიტუაციებში, საგანგებო რეაგირების საჭიროებისას, საზღვაო ინციდენტებისას თუ სტიქიური უბედურებებისას გამოიყენებენ. ამჯერად, ტესტირების ფარგლებში, AG600-მა ჰაერში 30 წუთი დაჰყო.

აღმოვაჩენთ თუ არა მარსზე სიცოცხლის კვალს – ქართველი ასტრობიოლოგი NASA-ს ახალი მისიის შესახებ

რას წარმოადგენს და რატომ არის Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა მნიშვნელოვანი?