in

აღჭურვილობის მომწოდებლების გამოფენა და ლიზინგის ფორუმი

“თიბისი ლიზინგის” სპონსორობით, “ბია“–ს ორგანიზებითა და “საქართველოს ლიზინგის ასოციაციის” მხარდაჭერით, 2017 წლის 17 ოქტომბერს, „აღჭურვილობის მომწოდებლების გამოფენა და ლიზინგის ფორუმი“ გაიმართა. ფორუმმა დელეგატებს შესაძლებლობა მისცა, გაცნობოდნენ სამშენებლო, აგრო, სამედიცინო, სატრანსპორტო და “ჰორეკა” სექტორისთვის საჭირო ტექნიკის მომწოდებლებსა და დილერებს. ფორუმზე გაიმართა დისკუსია, სადაც დამსწრე საზოგადოებას ლიზინგის მომსახურების უპირატესობები გააცნეს. ასევე, მონაწილეები პოტენციურ მომხმარებლებს და ახალ პარტნიორებს შეხვდნენ. ღონისძიების მთავარი მიზანი მეწარმეებისთვის ტექნიკური პარკის განსაახლებლად იაფი ფინანსური რესურსის შეთავაზება იყო, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის წინსვლას.

BOG
BOG

I’m Back – მოწყობილობა, რომელიც ფირიანი აპარატით ციფრულ ფოტოებსა და ვიდეოებს იღებს

არჩევნები 2017 – როგორია მერობის კანდიდატების წინასაარჩევნო ვიდეორგოლები?