in

Age of Empires II-ს საქართველოს სამეფოც დაემატა!

Age of Empires ჯერ კიდევ 1997 წელს გამოჩნდა ციფრულ სივრცეში, როგორც ისტორიული ვიდეოთამაშების სერია. წლების განმავლობაში ქვის ხანიდან შუასაუკუნეებამდე არსებული მოვლენები მოიცვა, მრავალი ცივილიზაციის განხრით — ახლა კი ახალ DLS-ს ორი ახალი ცივილიზაცია დაემატა, საქართველოსა და სომხეთის სახით.

უშუალოდ საქართველოს ნაწილზე რომ ვისაუბროთ, მოთამაშეებმა კავკასიონის მთებში მტკიცე სამეფო უნდა შექმნან. ძლიერ მხარეებად კი მრავალფეროვან, კლდოვან რელიეფს გამოიყენებენ, სადაც მოხერხებულად შეძლებენ შემოსევების მოგერიებას. ასევე, აქ იქნება დავით-აღმაშენებლის მიერ დაარსებული სამეფო გვარდია, მონასპა, მრავალრიცხოვანი ცხენთა ჯგუფით.

ამასთანავე, ქართული ციხის ნიმუშად ახალციხის ციხეა აღებული. აქვე განსაკუთრებულ ადგილს იკავებს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი, რომლის მშენებლობაც 1029 წელს დასრულდა. ამას ემატება ე. წ. ევროპის მონასტერი, რომელიც გელათის მონასტრის მიხედვითაა აგებული, თუმცა უფრო მეტად ხმელთაშუაზღვის არქიტექტურულ კომპლექტს წააგავს.

მართალია, ისტორიულ რეალობას არ შეესაბამება, მაგრამ თამაშში ქართველებს ორკუზიანი აქლემებიც ეყოლებათ — მათ გამოიყენებენ როგორც სავაჭრო, ისე სამხედრო მიზნებისთვის.

ცეცხლგამძლე წიგნი — კრეატიულმა სააგენტომ „ანტიცენზურის“ სიმბოლო შექმნა

თიბისი განათლების ტექ-დღეები ბათუმსა და ქუთაისში