in

Lions Live-ზე დეკადის საუკეთესო სააგენტოები დასახელდა

კორონავირუსული პანდემიიდან გამომდინარე, კრეატიულმა ფესტივალმა Cannes Lions, წელს, ონლაინ ღონისძიების გამართვა გადაწყვიტა. ისტორიაში პირველად, ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერი ადამიანისთვის, უფასოდ გახდა შესაძლებელი. ამ მიზნით შექმნილმა საგანმანათლებლო პლატფორმამ – Lions Live, 22 ივნისს, ღონისძიებასთან ერთად აიღო სტარტი.

გუშინ და დღეს, სხვა რეგიონებთან ერთად, Lions Live-ზე ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის დეკადის საუკეთესო სააგენტოები დასახელდა.

გამარჯვებული, ბოლო ათი წლის განმავლობაში მოპოვებული ჯილდოებითა და შორთლისტებში მოხვედრით განისაზღვრა.

ნახეთ, ვინ მოიპოვა დეკადის ყველაზე კრეატიული სააგენტოს სტატუსი:

ევროპა

I ადგილი: Adam & Eve/DDB;
II ადგილი: Abbott Mead Vickers BBDO;
III ადგილი: Ogilvy Paris.

აზია 

I ადგილი: Dentsu Tokyo
II ადგილი: Hakuhodo Tokyo
III ადგილი: Ogilvy Bangkok

ჩრდილოეთ ამერიკა

I ადგილი: Wieden+Kennedy Portland
II ადგილი – BBDO New York
III ადგილი: Droga5 New York

„საქართველო ჯერ იმ გზის საწყის ეტაპზეა, როცა ბიზნესი დიდ როლს ასრულებს საზოგადოების განვითარებაში“ – თომას კოლსტერი

“ბავშვობაში, ფულს ვაგროვებდი, ცხენი რომ მეყიდა და დიდუბეში, ჩემი აივნის წინ დამება” – ამბავი ანანო ქორქიაზე