პროექტი aghadgine.ge, რომელიც აგვისტოს ომისგან გადამწვარი ბორჯომის ტყის აღდგენას ისახავს მიზნად, რამდენიმე თვეა არსებობს და უკვე ბევრი ადგილობრივი კომპანია უჭერს მხარს.
პროექტში საზოგადოების მეტი ჩართულობისთვის კამპანიის ახალი საკომუნიკაციო გეგმა შეიმუშავეს.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/aghadgine.ge/videos/1095987013835443/” width=”720″ height=”340″ onlyvideo=”1″]
თამარ ცინცაძე – ვინდფორსის კლიენტების მომსახურების დირექტორი:
ვინდფორსისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის პროექტები, რომლებიც უკეთესობისკენ ცვლის რეალობას, საზოგადოებას, გარემოს. ამიტომ „აღადგინეს“ შემოთავაზებას უყოყმანოდ დავთანხმდით და მოვიფიქრეთ ციფრული კამპანია „აჩუქე ხე“, რომელიც იუბილარებსა და მათ მეგობრებს „გააქტიურებისკენ“ მოუწოდებს.
ცოტნე მაზმანიშვილი – ვინდფორსის კოპირაითერი:
ფეისბუქზე ყოველდღიურად ულოცავენ მეგობრებს დაბადების დღეს, ჩვენ კი გვინდოდა, ხალხის ეს ჩვევა კამპანიისთვის სასიკეთოდ გამოგვეყენებინა და ფეისბუქ კედელზე მილოცვასთან ერთად, ხეებიც ეჩუქებინათ.
„აჩუქე ხეს“ მთავარი გმირები იუბილარები არიან და ამიტომაც კონკრეტულად მათთვის განკუთვნილი გრაფიკული ვიდეო-მიმართვა შევქმენით. რგოლი ზუსტადაა ტარგეტირებული მხოლოდ მათზე, ვისი დაბადების დღეც ახლოვდება და იუბილარებსა და მათ მეგობრებს კეთილ საქმეში ჩართვისკენ მოუწოდებს.
კამპანიაში ჩართვა ძალიან მარტივია – იუბილარებმა უნდა გააზიარონ ვიდეო (ვებ-გვერდიდან hbd.aghadgine.ge), რომელსაც უნიკალური ბმული მოყვება დეტალური ინფორმაციით.
ხის ჩუქებასთან ერთად, დაბადების დღის მილოცვა სპეციალურად კამპანიისთვის შექმნილი ციფრული მისალოცი ბარათითაცაა შესაძლებელი.
Agency
Creative Director – Bibi Asatiani
Art Director – Matassi Sulakauri
Copywriter – Tsotne Mazmanishvili
Account Manager – Tamar Tsintsadze
Designer – Natia Kvaratskhelia
Digital Planner – Sandro Javakhishvili
Project Supervisor – Matassi Sulakauri
Post Production Manager – Natia Nikoleishvili
CG – Sandro Nakashidze
Sound Design – Irakli Putkaradze
VO – Gvantsa Meparishvili














