in

#აღმოაჩინე ბარსელონა!

მარკეტერი წარმოგიდგენთ რუბრიკას #აღმოაჩინე. ჩვენი მეხუთე რჩეული ქალაქია ბარსელონა, რომელზეც საკუთარ გამოცდილებას გაგიზიარებთ და კომენტარებში თქვენს აზრსაც დაველოდებით. რუბრიკის სპონსორია ტერაბანკის თრეველ ბარათი. გაანაღდეთ თანხები მსოფლიოს ნებისმიერი ბანკომატიდან უფასოდ.

ბარსელონა მიმზიდველი ადგილია არქიტექტურული შედევრებით, მუზეუმებით, სკვერებითა და ისტორიით, ასევე, განსაკუთრებული ადგილია ფეხბურთის, კერძოდ კი საფეხბურთო კლუბ ბარსელონას ფანებისთვის. თუმცა, გარდა ხილული და ცხადი მიმზიდველობისა, ის მრავალ საიდუმლოსა და ნაკლებად ცნობილ ისტორიას ინახავს. თუ იდუმალი ადგილების მოყვარული ხართ, ბარსელონაში ბევრი რამეა აღმოსაჩენი, მათ შორის, საკუთარი თავიც.. მზად ხართ აღმოჩენებისთვის?

Sagrada Familia

რა უნდა გააკეთოთ ბარსელონას საიდუმლოებების შეცნობის დასაწყებად? ფეხით უნდა შემოიაროთ გოთური კვარტალი და დააკვირდეთ ყველაფერს გარშემო. გოთური კვარტალი ძველი ქალაქის ცენტრია, სადაც მრავალი შენობა დათარიღებულია შუასაუკუნეების პერიოდით და ზოგი მათგანი, ბარსელონაში რომაელების დასახლების არსებობას უკავშირდება. ეს ლაბირინთების ადგილია, ბევრი ვიწრო ქუჩითა და სკვერით. ამ ადგილებში ხეტიალი საუკეთესო გზაა სიამოვნების მისაღებად და თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ეს მარტო, ან გიდთან ერთად. ბარსელონაში მრავალი ტურისტული კომპანია შემოგთავაზებთ გიდის მომსახურებას, გოთური კვარტლის მონახულების მსურველს.

ამ ტერიტორიაზე განთავსებულია ბარსელონას ყველაზე მშვენიერი სკვერები, რგორიცაა: Plaça Sant Felip Neri, Plaça Reial, Plaça del Pi, Plaça del Rei, Plaça dels Traginers. თითოეულ მათგანს აქვს საკუთარი, განსაკუთრებული ისტორია. იცით თუ არა, რომ ესპანური სამოქალაქო ომის (1936-1939) ნაიარევები შეგიძლიათ ნახოთ Sant Felip Neri-ს სკვერში? იცით თუ არა, რომ ამ კვარტალში მდებარე ეკლესიის ფასადზე არსებული გრაფიტი არის უძველესი ბარსელონაში, თარიღდება XVIII საუკუნით და მდებარეობს Plaça del Pi-ში?

გოთური კვარტალი
Can Culleretes

არც ისე ბევრმა ადამიანმა იცის, რომ გოთურ კვარტალში თქვენ შეგიძლიათ იპოვნოთ ბარსელონას უძველესი ელემენტები. მათ შორის, სანთლების მაღაზია Cereria Subirà, რომელიც არის უძველესი მაღაზია ბარსელონაში და მდებარეობს Baixada de la Llibreteria-ს 7 ნომერში. ის 1761 წლიდან ფუნქციონირებს. მაღაზიიდან არც ისე შორს, Sant Domènec del Call-ის ქუჩაზე მდებარეობს უძველესი სახლი ბარსელონაში, რომელიც XII საუკუნით თარიღდება. ასევე, გოთურ კვარტალშია შადრევანი Santa Anna და ის 1356 წელსაა აგებული. ამ დროისათვის, მის დანიშნულებას ცხოველების სასმელი წყლით მომარაგება წარმოადგენდა. ამ ტერიტორიაზეა Can Culleretes, უძველესი რესტორანი ბარსელონასა და მთელ კატალონიაში, ასევე, ის არის,  სიძველის მიხედვით, მეორე რესტორანი მთელ ესპანეთში. 228 წელია რაც ის მასპინძლობს სტუმრებს და უზრუნველყოფს სერვისს მუსიკოსებისთვის, მსახიობებისთვის, ტორეადორებისთვის, პოლიტიკოსებისთვის და ის მდებარეობს Quintana-ს 5-ში.
გარდა ამისა, გოთური კვარტლის შესწავლისას წააწყდებით ქალაქის ერთ-ერთ უდიდეს საიდუმლოებას – ოთხ სვეტს ავგუსტუსის სასახლიდან. ისინი ჩამალულია შენობებს შორის, Paradís-ში და 2000 წელზე მეტ დროს ითვლის.

Sagrada Familia

რაც შეეხება ბარსელონას მთავარ არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობას, როდესაც Sagrada Familia-ს საფუძველში პირველი ქვა ჩაიდო, არავინ იფიქრებდა, რომ 1882 წელს დაწყებული ტაძრის მშენებლობა საუკუნის შემდეგაც არ დასრულდებოდა. კატალონიელმა არქიტექტორმა ანტონიო გაუდიმ, შემდეგში ცნობილმა თავისი მოდერნისტული ხედვებით, ამ ტაძრისთვის შექმნა ორიგინალური ნეო-გოთური დიზაინის გეგმა და ამით აქცია ის ერთ-ერთ გრანდიოზულ არქიტექტურულ შედევრად. გაუდი სიკვდილამდე (1926) მუშაობდა ტაძარზე, ხოლო მისი გარდაცვალების დროისათვის, მთლიანი დიზაინის მხოლოდ 25% იყო შესრულებული. გაუდის შემდეგ, ესპანელმა არქიტექტორებმა განაგრძეს მის მიერ შეუმუშავებული გეგმის შესრულება. Sagrada Família-ს კონსტრუქციის პროგრესი 130-ზე მეტი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ტაძრის ინტერიერი დაყოფილია სვეტებად რომლებიც ყოფენ ტაძარს სამ შტოდ. გაუდის გეგმა ითვალისწინებდა 18 სვეტს, რომელთაგანაც, ამ დროისათვის, 8 დასრულებულია, ისევე, როგორც მრავალრიცხოვანი კოშკები, სამლოცველოები და სხვა ინტერიერის დეტალები. როდესაც დასრულდება ყველაზე მაღალი სვეტის აგება, რომელიც იესო ქრისტეს განასახიერებს, Sagrada Família იქნება უდიდესი ტაძარი მთელ მსოფლიოში. ვარაუდობენ შენობის დასრულებას 2026 წლისთვის, გაუდის სიკვდილიდან ასი წლის გასვლის აღსანიშნავად, არქიტექტორთა ნაწილი კი მშენებლობის გაგრძელებას 2040 წლამდე ვარაუდობს. დღეისათვის, ტაძარი ყოველწლიურად 2.8 მილიონ ვიზიტორს მასპინძლობს.

გარდა Sagrada Família-სა, გაუდის ერთ-ერთი საკულტო ნაგებობაა Casa Batlló, რომელიც ღიაა, როგორც მუზეუმი და ადგილობრივებში ცნობილია როგორც „ძვლების სახლი”. როგორც ამბობენ, მისი აგება გაუდის ცხოველთა ფიზიოლოგიამ, კერძოდ, ძვლებმა შთააგონა. 1900 წელს, Batlló-ების ოჯახისთვის აშენებული სასახლე იყოფა სამ განსხვავებულ ნაწილად და თითოეული მათგანი ცხოველთა ანატომიურ აგებულებას ასახავს.

Casa Batlló

ბარსელონაში შეგიძლიათ მოინახულოთ ესპანელი მხატვრის, პაბლო პიკასოს მუზეუმი, რომელიც გაიხსნა 1963 წელს და ასახავს მხატვრის ღრმა და ემოციურ დამოკიდებულებას ბარსელონას მიმართ. აქ აღმოაჩენთ პიკასოსა და ამ ქალაქის ინტიმურ და მყარ ურთიერთობას, რომელიც ფორმირდა მხატვრის ახალგაზრდობისას და გრძელდებოდა პიკასოს სიკვდილის შემდეგაც. პიკასოს მუზეუმი ძალიან მდიდარია მისი ადრეული ნამუშევრებით. მუზეუმში წარმოდგენილია მისი ნაშრომები 1917 წლიდან, ასევე Las Meninas სერიები (1957).

ბარსელონას ყველაზე ტკბილი ღირსშესანიშნაობა შეგვიძლია ვუწოდოთ შოკოლადის მუზეუმს, რომელში შესასვლელ ბილეთს ერთი ფილა შოკოლადის სახით მოგყიდიან. 500 წლის წინ, შოკოლადი, ჯერ კიდევ კაკაოს მარცვლის ფორმით მოვიდა ევროპაში, ესპანურ პორტამდე, თუმცა, მაიასა და აცტეკების დასახლებები ცენტრალურ ამერიკაში, 3000 წლის წინ იყენებდნენ ამ მარცვლებს შოკოლადის სახეობების დასამზადებლად. ისტორიის, მსოფლიოს საყვარელი ტკბილეულისა და ესპანური სიამაყის ნაწილის კომბინაციით, შოკოლადის მუზეუმს აქვს განსაკუთრებული შეთავაზებები, ამ ტკბილეულის თითოეული მოყვარულისთვის. ბარსელონას შოკოლადის მუზეუმი ადგილობრივმა კულინართა გაერთიანებამ კაკაოს მარცვლის ატლანტიკური ტრანსფერის აღსანიშნავად გახსნა, იმისათვის, რომ გადმოეცათ შოკოლადის მოდერნიზაციის ისტორია. თუმცა, მუზეუმის ისტორიული ნაწილი ხშირად მომნახველთა ყურადღების მიღმა რჩება, მათ უფრო აინტერესებთ შოკოლადისგან შექმნილი ცნობილი სკულპტურები. გზადაგზა სტუმრები გაივლიან ცნობილი ადამიანებისა თუ ხელოვნების ნიმუშების შოკოლადის ქანდაკებებს, როგორიცაა მიკი-მაუსის ან ლუი არმსტრონგის ქანდაკებები. ამ სკულპტურებში ჭარბობს არქიტექტურული ნიმუშები, რომლითაც ასე ამაყობენ ესპანელები, მათ შორის, ჩვენ მიერ უკვე ნახსენები Sagrada Familia, გაუდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შედევრი, რომლის მონახულებაც ასე აუცილებელია, თუ ბარსელონაში მოგზაურობას გადაწყვეტთ.

სკულპტურა შოკოლადის მუზეუმში

აქვეა ეროტიკის მუზეუმი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია და ჰქვია Museu de l’Eròtica de Barcelona. ეს მუზეუმი ინახავს მეტს, ვიდრე ინფორმაციას კაცობრიობის სურვილებისა და სექსუალური ფანტაზიის შესახებ. ის მოგაწვდით კვლევებს, მოახდენს მოქნილი სხეულების დემონსტრირებას „კამა სუტრადან” ან იაპონური „შინგადან”. ასე გაგიზიარებთ ედო ერის (1603 – 1868 იაპონია) სექსუალურ ექსპერიმენტებსა და გამოცდილებას.

FC Barcelona-ს საფეხბურთო კლუბის მუზეუმი არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მონახულებადი მუზეუმი ბარსელონაში და ინახავს 100 წლის განმავლობაში დაგროვილ სპორტულ არტერფაქტებს. აქ არის ორგვარი შესასვლელი. ერთგან, თქვენ დაგათვალიერებენ მუზეუმს, მეორეგან კი მოივლით გამოსაცვლელ ოთახებს, VIP ლაუნჯებს, შეძლებთ მოიაროთ მთელი სტადიონი, დასხდეთ სათადარიგო ფეხბურთელთა სკამებზე და ნახოთ „კამპ ნოუს” სტადიონი სხვადასხვა წერტილიდან.

თუ თქვენი სამოგზაურო ინტერესი შოპინგსაც ითვალისწინებს, გირჩევთ ეწვიოთ ZARA-სა და MANGO-ს მაღაზიებს ბარსელონაში. ესპანეთი ამ ორი ბრენდის სამშობლოა, შესაბამისად, ხშირად ამბობენ, რომ ბარსელონაში ამ ბრენდების წარმოების ტანსაცმლის შეძენა ბევრად ხელსაყრელია, ვიდრე სხვა ქვეყანაში.

აქვე, გირჩევთ რამდენიმე განთავსებისა და კვების ობიექტს, მათ შორის, სასტუმროებს ბარსელონას ცენტრში: Mercer, Neri Hotel, Catalonia Avinyó, Petit Palace Opera Garden, Barcelona Catedral. რაც შეეხება რესტორნებს, გარდა ჩვენ მიერ უკვე ნახსენები უძველესი რესტორნისა, რომელიც 228 წლისაა და გოთურ კვარტალში მდებარეობს, შეგიძლიათ ეწვიოთ შემდეგ ობიექტებს: Antigua, Big Kokka, 7 PortesLa Casa de les Lletres.

მოგზაურობისა და საზღვარგარეთ საქმიანი ვიზიტის მსურველებს ტერაბანკი განსაკუთრებულ პირობებს გთავაზობთ თრეველ ბარათის და საკრედიტო ბარათის ერთად აღების შემთხვევაში!
500 ლარიანი ლიმიტი საკრედიტო ბარათზე
50%-იანი ფასდაკლება თრეველ ბარათზე

ტერაბანკის თრეველ ბარათით მსოფლიოს ნებისმიერ ბანკომატში თანხის განაღდების საკომისიო 0%-ია და ამასთან ერთად სავაჭრო ობიექტებში ანგარიშსწორება უფასოდ არის შესაძლებელი.
ეს ყველაფერი მათ, ვინც ხშირად მოგზაურობს და ხარჯების დასაფარად მარტივ და უსაფრთხო გზას – ბარათს ირჩევს.
შესაძლებლობა, რომ გაანაღდოთ თანხა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში საკომისიოს გარეშე და აიღოთ ბარათი ყველაზე იაფად ბაზარზე მხოლოდ ტერაბანკში გეძლევათ.

რომელი ჯობია – iPhone 8, iPhone 8 Plus თუ iPhone X ?!

რა როლი აქვს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ქვეყნის განვითარებაში?