in

აღმოაჩინეს კუ, რომლის სახეობაც 100 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გადაშენებულად მიიჩნეოდა

უკანსაკნელად ამ სახეობის კუ 1906 წელს იყო დაფიქსირებული

კუ, რომლის სახეობაც საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში გადაშენებულად მიიჩნეოდა, გალაპაგოსის კუნძულებზე აღმოაჩინეს. უკანასკნელად ამ სახეობის კუ 1906 წელს იყო დაფიქსირებული.

მისი წარმომადგენელი კალიფორნიის მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერებმა კუნძულ ფერნანდინაზე იპოვეს იპოვეს, რომლებიც გალაპაგოსის კუნძულების ფლორისა და ფაუნის ექსპედიციას ატარებდნენ. ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, მას “ფერნანდა” უწოდეს და გადაშენებულ კუსთან კავშირის დასადასტურებლად, მეცნიერებმა მისი ნიმუშები Chelonoidis phantasticus-ის მამრი კუს ნაშთებისას შეადარეს. შედეგად აღმოჩნდა, რომ ფერნანდა მართლაც იმავე სახეობას ეკუთვნოდა.

“გალაპაგოსის ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლო ყოველთვის კუნძულის გიგანტური კუ იყო. ამ დაკარგული სახეობის ხელახალი აღმოჩენა კი, შესაძლოა, დროული იყოს მის გადასარჩენად. ამიტომაც, ახლა სასწრაფოდ უნდა განვაგრძოთ ამ სახეობის სხვა წარმომადგენლების ძიება” – ამბობს გალაპაგოსის კონსერვაციის მეცნიერების და კონსერვაციის ვიცე-პრეზიდენტი ჯეიმს გიბსი.

აღსანიშნავია, რომ კუნძულ ფერნანდინაზე მეცნიერებმა ნაკვალევი და ფეკალიები დააფიქსირეს, რაც ველურ ბუნებაში ამ სახეობის სხვა ინდივიდების სავარაუდო არსებობაზე მიუთითებს. იმ შემთხვევაში თუ, მეცნიერები იმავე სახეობის მამრობით წარმომადგენელს იპოვიან, გალაპაგოსის ეროვნული პარკის გიგანტური კუს გამრავლების ცენტრი ხელს შეუწყობს მათ გამრავლებას.

მკვლევრები იმედოვნებენ, რომ თავიდან აიცილებენ ცნობილი Pinta Island-ის კუს, სახელად “მარტოხელა ჯორჯის”  ბედს, რომელიც 2012 წელს, დაახლოებით 100 წლის ასაკში გარდაიცვალა.

რა არის ფოტოზე ზედმეტი? – ბავშვები ფიქრობენ, რომ „ზრუნვით იცვლება სამყარო“ – „ფარმადეპოს“ ვიდეორგოლი

„შეეჭიდე შეუძლებელს, არასოდეს გაჩერდე“ – TOYOTA