in

მეცნიერებმა ყველაზე დიდი გალაქტიკა აღმოაჩინეს

ალკიონევსი — ასე ჰქვია ახლად აღმოჩენილ უდიდეს გალაქტიკას, რომელიც ჩვენგან დაახლოებით 3 მილიარდი წლის მანძილითაა დაშორებული. რიცხვებით რომ ვისაუბროთ, მისი სიგრძე 16.3 მილიონი წელიწადია… ასეთი ზომის გალაქტიკა კი აქამდე არასდროს დაუფიქსირებიათ.

M2
M2

შესაძლოა, ამ აღმოჩენამ საშუალება მოგვცეს, უკეთ შევისწავლოთ არა მხოლოდ რადიოგალაქტიკები, არამედ გალაქტიკათშორის სივრცეც. რადიოგალაქტიკები მასპინძელი გალაქტიკისა და კოლოსალური ჭავლებისგან შედგება, რომლებიც გალაქტიკური ცენტრებიდან ამოიფრქვევა. ეს ჭავლები გალაქტიკურ გარემოსთან ურთიერთქმედებს, როგორც სინქროტრონი, რათა ელექტრონები დააჩქაროს, რომლებიც რადიო გამოსხივებას წარმოქმნის.

მეცნიერების აზრით, ჭავლებს აქტიური სუპერმასიური შავი ხვრელები წარმოქმნის, რომლებიც გალაქტიკის ცენტრშია განლაგებული. თუმცა, ყველა ის მატერია, რომელიც შავი ხვრელის დისკოს გარშემო ტრიალებს მოვლენათა ჰორიზონტის მიღმა ყოველთვის არ ხვდება. მისი მცირე ნაწილი აკრეციული დისკის შიდა რეგიონიდან პოლუსებზე მიედინება, სადაც კოსმოსში იონიზებული პლაზმის ჭავლების სახით იტყორცნება. ეს ჭავლები უზარმაზარ მანძილს ფარავს, ვიდრე რადიოშვერილებად არ გარდაიქმნება.

მართალია, ეს პროცესი ნორმალურია და მსგავსი რადიოშვერილები ჩვენს გალაქტიკასაც აქვს, თუმცა არ ვიცით, რატომ არის ისინი ზოგიერთ გალაქტიკაში ძალიან დიდი — მეგაპარსეკების ზომის. სწორედ ასეთი მასშტაბისას ვუწოდებთ გიგანტურ რადიოგალაქტიკებს და დაკვირვების შედეგად, შეიძლება, საიდუმლოც ამოიხსნას — რა განაპირობებს მათ ასეთ ზრდას.

მეცნიერების თქმით, მიღებული შედეგები რადიოგალაქტიკური შვერილების ყველაზე მგრძნობიარე გამოსახულებებია. ალკიონევსიც ასე აღმოაჩინეს, “ერთი გალაქტიკის მიერ შექმნილი ყველაზე დიდი ცნობილი სტრუქტურა აღმოვაჩინეთ პროექციაში — გიგანტური რადიოგალაქტიკა”, — ამბობენ მკვლევრები.

შვერილების გაზომვის შემდეგ ასტრონომებმა გალაქტიკის შესწავლა დაიწყეს. როგორც აღმოჩნდა, ეს ელიფსური გალაქტიკაა, რომელიც მზის მასას 240 მილიარდჯერ აღემატება, ცენტრში კი სუპერმასიური შავი ხვრელია. ხოლო შავი ხვრელის მასა მზეს 400 მილიონჯერ აღემატება.

რა თქმა უნდა, ეს რიცხვები ძალიან დიდად ჟღერს… თუმცა მეცნიერების თქმით, გალაქტიკის გაფართოების ფონზე მისი მასა არც ისე დიდია. დაბალია ვარსკვლავური და სუპერმასიური შავი ხვრელის მასაც. ამასთან, სავარაუდოა, რომ გალაქტიკა ჯერ კიდევ ზრდისა და გაფართოების პროცესშია.

Nissan – იაპონური კომპანიის გზა მსოფლიო ბრენდის წოდებამდე

FDA-ის ახალი აპლიკაცია ინსულინის დოზების გასაკონტროლებლად