in

აუდიტორულმა და საკონსულტაციო კომპანია AGIC-მ ახალი ბიზნეს მიმართულება – „ეი ჯი აი სი აკადემია • AGIC Academy“ დაამატა

აუდიტორულმა და საკონსულტაციო კომპანია AGIC-მ 2020 წელს რთული პანდემიური მდგომარეობის მიუხედავად დაამატა ახალი ბიზნეს მიმართულება – „ეი ჯი აი სი აკადემია • AGIC Academy“.

„ეი ჯი აი სი აკადემია“ იქნება ტრენინგებისა და ცოდნის გაზიარების სივრცე, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნესის სფეროს სპეციალისტების განვითარებას. სტანდარტული და გავრცელებული ტრენინგ კურსებისგან განსხვავებით, რასაც ზოგადად სთავაზობენ ბაზარზე აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიები, მოცემული აკადემიის მიზანი იქნება კონცენტრირება სპეციფიკურ დარგებზე და იმ ნიშებზე, სადაც უფრო მეტი საჭიროება იკვეთება ცოდნის მიღების კუთხით.

მიმდინარე ეტაპზე კომპანია უკვე აქტიურად მუშაობს ტრენინგებზე  სამი სხვადასხვა სექტორისათვის:

არასამთავრობო სექტორი – ქვეყანაში მრავლად არიან ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ერთობლივად საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ქვეყნის განვითარებაში. თუმცა აღნიშნულ სფეროში, როგორც სხვა კერძო სექტორის სფეროებში, არსებობენ როგორც მსხვილი, ისე ძალიან მცირე ზომის ორგანიზაციები, ხოლო მათი წარმატება მნიშვნელოვნად დამოკიდებულია თუ რამდენად კრეატიულ და ეფექტურ პროგრამებს სთავაზობენ დონორებს. ორგანიზაციების წარმატებას ასევე განსაზღვრავს შესრულებული სამუშაოს ხარისხი და რეპორტინგი.

ამ მიმართულებით ჩვენი ტრენინგების მიზანია გავზარდოთ არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური და სხვა მენეჯმენტის სისტემების ეფექტურობა, რათა მათ უფრო ადვილად და წარმატებით შეძლონ დონორებისგან ახალი გრანტების მოზიდვა.

ტრენინგი მოიცავს შემდეგ ძირითად საკითხებს:

  • სხვადახვა საერთაშორისო დონორების ზოგადი გრანტის მართვის წესები და რეგულაციები
  • არასამთავრობო ორგანიზაციის სააღრიცხვო პოლიტიკა
  • აუდიტის პრაქტიკაში გამოვლენილი მნიშვნელოვანი და სისტემური შენიშვნები, რაც უნდა გაითვალისწინონ ამგვარმა ორგანიზაციებმა
  • თანადაფინანსების პრინციპები და პოლიტიკა
  • არაპირდაპირი ხარჯების დათვლის პრინციპები
  • ძირითადი საშუალებების აღრიცხვა და მართვა
  • შიდა კონტროლის სისტემების დანერგვა და გაუმჯობესება
  • ფინანსური ანგარიშგების პროცესი
  • პირველადი დოკუმენტაციების დამუშავება

ამ ფორმატის ტრენინგის შედეგად, ორგანიზაციები იღებენ სიღრმისეულ ცოდნას ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, რაც უნდა გაითვალისწინონ გრანტების პროექტების მართვისა და რეპორტინგის პროცესში.

სამთავრობო სექტორი – როგორც ცნობილია, 2021 წლის პირველი იანვრიდან კანონმდებლობით იგეგმება ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის ახალ საერთაშორისო საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტებზე გადასვლა, რაც წარმოადგენს საკმაოდ ვრცელ პოლიტიკას. რადგან აღნიშნული სტანდარტი სიახლეს წარმოადგენს სამთავრობო სექტორისათვის, ამ მიმართულებით სპეციალისტების ნაკლებობა მნიშვნელოვნად იგრძნობა. ამ პრობლემის გადაჭრის მიზნით, „ეი ჯი აი სი აკადემია“ გეგმავს სპეციალური ტრენინგ-კურსების ჩატარებასა და სააღრიცხვო პოლიტიკის სერვისების დანერგვას ამგვარი ორგანიზაციებისათვის.

ტრენინგების განხორციელებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ საერთაშორისო ასოციაცია PrimeGlobal-ის წარმომადგენლები, რომლებსაც სააღრიცხვო პოლიტიკის დანერგვის კუთხით მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.

ბიზნესი – „ეი ჯი აი სი აკადემია“ განსაკუთრებულ ტრენინგებს შესთავაზებს ბიზნესის წარმომადგენლებსაც. საწყის ეტაპზე ძირითადი ყურადღება დაეთმობა ბიზნეს გეგმების შექმნის ტრენინგ-კურსებს.

ბაზარზე ამ ეტაპზე არსებული ტრენინგებისაგან განსხვავებით, ბიზნეს გეგმების ტრენინგი იქნება გამორჩეულად ფოკუსირებული პრაქტიკულ მაგალითებზე, რომლებსაც ტრენინგის დამსწრეებს AGIC-ის გამოცდილი ექსპერტები გაუზიარებენ.  ტრენინგის დასრულების შემდგომ, მონაწილეებს სიღრმისეულად გააზრებული ექნებათ ის მეთოდოლოგიები და ინფორმაციის წყაროები, რომელთა დახმარებითაც განახორციელებენ სხვადასხვა პროექტებს რეალურ ვითარებაში. რაც მთავარია, ტრენინგის მიმდინარეობის განმავლობაში მონაწილეები იმუშავებენ საკუთარ პროექტზე და კურსის დასრულების შემდგომ ექნებათ პროფესიონალების დახმარებით შექმნილი ბიზნეს გეგმა.

 

[R]

ევროპულმა კოსმოსურმა სააგენტომ “ირმის ნახტომის” ყველაზე დეტალური რუკა გამოაქვეყნა

სითბო ცელსიუსით იზომება