in

კომპანია AGIC ახალ მიმართულებას – AGIC Analytics-ს ქმნის

აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია ეი ჯი აი სი • AGIC ახალ მიმართულებას  – AGIC Analytics-ს ქმნის, ციფრული სერვისების განვითარების მიზნით. კომპანია აქტიურად მუშაობს ახალი ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით და AGIC Analytics-ის ფარგლებში, კლიენტებს შესთავაზებს მონაცემთა მართვისა და ანალიტიკის, საბუღალტრო და ბიზნეს პროცესების მართვის სერვისებს. პირველ ეტაპზე, AGIC-ს გუნდი ფოკუსირებულია ციფრული საბუღალტრო მომსახურების განვითარებაზე.

ბოლო წლებში საკმაოდ აქტუალური გახდა „აუთსორსზე“, ანუ კერძო კომპანიისგან ბუღალტრული სერვისების მიღება, რაც განპირობებულია კონკურენტული ფასებით, ნაკლები ადმინისტრაციული დანახარჯებითა და ფინანსური პასუხისმგებლობით, მომსახურე კომპანიის მხრიდან. ამ დადებითი ტენდენციის მიუხედავად, ბაზარზე კონკურენციის განვითარებასთან ერთად, წარმოიქმნა არაჯანსაღი დემპინგური გარემოც – ხშირად კომპანიები მხოლოდ დაბალი ფასის გამო ირჩევენ მომსახურე საბუღალტრო კომპანიას, თუმცა შემდგომ ხვდებიან, რომ ფასი ყოველთვის შესაბამისია ხარისხთან.

ფასებთან კონკურენციის მიუხედავად და ზემოთ აღნიშნული დადებითი მხარეების გარდა, არსებობს სუსტი მხარეებიც, რაც უკვე ტიპურად ჩამოყალიბდა ამ სერვისთან დაკავშირებით, როგორც მცირე, ისე საკმაოდ მსხვილი მომსახურე საბუღალტრო კომპანიების მხრიდან. ხარვეზები შეინიშნება რამდენიმე მიმართულებით: დისტანციურად მუშაობა ხშირად არ იძლევა ინტერაქტიულად ინფორმაციაზე წვდომის საშუალებას, სერვისი არ მოიცავს ფინანსურ ანალიზს, ფინანსური რეპორტინგის დაბალი ხარისხის არის და კომპანიებს სუსტი კომუნიკაცია აქვთ კლიენტთან.

AGIC აქტიურად მუშაობდა და აგრძელებს ამ მხრივ სერვისების განვითარებას, რათა აღმოიფხვრას ის სისუსტეები, რაც გააჩნია დისტანციურად მუშაობას. AGIC Analytics სწორედ სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრის მიზნით შეიქმნა. ზემოთ ჩამოთვლილი გამოწვევების აღმოსაფხვრელად კომპანიას ამ ეტაპზე დანერგილი აქვს შემდეგი ციფრული სერვისები:

  • ფინანსური რეპორტინგი – სტანდარტული პროგრამების გარდა, კომპანია AGIC-ს გუნდმა დანერგა ანალიტიკური პროგრამები (Microsoft Power BI, Zoho Analytics) რომლებიც მენეჯერს აძლევს საშუალებას გაეცნოს სიღრმისეულ ანალიტიკას და გაეცნოს ინფორმაციას ინტერაქტიულად
  • პირველადი ინფორმაციის დამუშავება – AGIC ახორციელებს კლიენტების პირველადი ინფორმაციის სრულ ელექტრონიზაციას და იმგვარად ქმნის არქივის სისტემას, რომ ნებისმიერი ფაილი ხელმისაწვდომი იყოს მარტივი ძიების შედეგად. კლიენტისთვის რომ ინფორმაციის მოწოდება იყოს მაქსიმალურად კომფორტული, შექმნილია ქლაუდ პროგრამები (Zoho, Dropbox) რომლის შედეგადაც, კლიენტი მხოლოდ ერთი „კლიკით“ გაუზიარებს ფაილებს ბუღალტერს. დამატებით, AGIC-ს აქვს სერვისი იმგვარი კლიენტებისთვისაც, ვისაც მოცულობითი დოკუმენტაცია გააჩნიათ ან არ აქვთ წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიებთან – AGIC-ს წარმომადგენელი ადგილზე მიდის კომპანიაში და პორტატული სკანერის მეშვეობით ახორციელებს ყველა დოკუმენტის გაციფრულებას, რაც აუმჯობესებს დამუშავებული ინფორმაციისა და რეპორტინგის ხარისხს
  • ფინანსური მენეჯმენტი – ინტერაქტიულად დამუშავებული ინფორმაციისა და ფინანსური ანალიტიკის პროგრამული აპლიკაციების გამოყენებით, კომპანიის მენეჯმენტს აღარ ექნება საჭიროება რომ დირექტორი ან სხვა დაქირავებული პირი ცალკეულად იყოს ჩართული და ალტერნატიულად განახორციელოს ბუღალტერია, რადგან საგადასახადო ორგანოებთან მართებულად ანგარიშგების გარდა, AGIC-ს ბუღალტრული სერვისის სტრუქტურა გულისხმობს ინტერაქტიულად ზუსტი ინფორმაციის მიწოდებას კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე

დამატებითი ხელსაწყოები მენეჯმენტისათვის

სტანდარტული ბუღალტრული და ფინანსური მმართველობითი სერვისების გარდა კომპანია AGIC თანამშრომლობს  სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიებთან და კლიენტებს სთავაზობს ისეთ ხელსაწყოებს, რომლებიც კიდევ მეტად გააუმჯობესებს ბიზნესის მართვას და პროცესების ავტომატიზაციას. ამ ეტაპზე კლიენტები სარგებლობენ შემდეგი სერვისებით:

InvoiceOcean – ინვოისების მართვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ინვოისების შექმნასა და გაგზავნას მარტივად; დოკუმენტების დახარისხებას, დებიტორების კონტროლსა და ინვოისების მონიტორინგს. აპლიკაციის მეშვეობით, თქვენი ინვოისები დაცულია ქლაუდზე, რომელზე წვდომაც გაქვთ ნებისმიერ დროს.

Factorial HR – კადრების მართვის მოქნილი სისტემა, რომელიც ინახავს დეტალურ ინფორმაციას თქვენი თანამშრომლების შესახებ. პროგრამა თითოეულ თანამშრომელს უქმნის პერსონალურ პლატფორმას, საიდანაც შეუძლიათ მოითხოვონ შვებულება და მიიღონ ინფორმაცია განახლებული რეგულაციების შესახებ. Factorial HR-ში აისახება ინფორმაცია ორგანიზაციული სტრუქტურის შესახებ, ნაწილდება დავალებები გუნდების მიხედვით და ხდება დროის აღრიცხვის მენეჯმენტი.

AGIC Analytics მუდმივად მუშაობს ახალი ციფრული სერვისების დანერგვის მიმართულებით, კომპანია უახლოეს მომავალში გეგმავს საბუღალტრო სერვისების ახალი პლატფორმის წარდგენას.

 

[პარტნიორის კონტენტი]

“ნაბერაულის” გაცოცხლებული ლეგენდა და ახალი რაჭული გემოები

ბავშვი, რომელმაც iPad-ის თამაშებში 16 000 დოლარი დახარჯა