in

როგორ ვისწავლოთ უფრო სწრაფად და მოქნილად?

Agile Learning გამოცდილებიდან შესწავლის უნარს გულისხმობს, როცა წარმატების მიღწევა ახალ სიტუაციებშიც შეგიძლიათ. ეს ნიშნავს იმის ცოდნას, თუ რა უნდა გააკეთო მაშინ, როცა რაღაც აქამდე არ გაგიკეთებია. თანამედროვეობაში, ეს უნარი სულ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან უცნობი გამოწვევებით სავსე კარიერული გზა ყველა ადამიანისთვის რეალობად იქცევა.

როცა სწავლა მოქნილად შეგიძლიათ, უფრო თავდაჯერებულად უდგებით გაურკვევლობასა და ცვლილებებს თქვენს ფუნქციებსა და კარიერაში, თქვენი შეხედულებები და ნიჭი ახალ სიტუაციებში წარმატების მიღწევაში გეხმარებათ. კვლევამ აჩვენა, რომ სწავლის სისწრაფე არის ინდივიდის პოტენციალის ძლიერი ინდიკატორი, მიაღწიოს წარმატებას ამჟამინდელ და მომავალ სამუშაო როლებში. მოქნილი მოსწავლეები მაგნიტებად იქცევიან – იზიდავენ მეტ შესაძლებლობებს.

ორგანიზაციებში სწავლის სისწრაფე საკმაოდ მოთხოვნადი უნარია მოქნილი, მობილური და გამძლე სამუშაო ძალის შესაქმნელად. მაგალითად, სწრაფად სწავლის უნარის მქონე ლიდერს შეუძლია წარმატებით მიმართოს თავისი ტალანტი ორგანიზაციის სხვადასხვა ნაწილისკენ. სწავლის მაღალი სისწრაფის მქონე პირები ხდებიან სწორედ ის ადამიანები, რომლებსაც მნიშვნელოვან პროექტებსა თუ პოზიციებს მიანდობენ ხოლმე.

სწავლის სისწრაფის მნიშვნელოვანი შემადგენელია:

სიახლეებს შორის ნავიგაცია

მოქნილ მოსწავლეს შეუძლია წარმატებით აღიქვას ორი სხვადასხვა სახის სიახლე: ერთი მხრივ, რთული სამუშაო გეგმის გარეშე და იმ სიტუაციებში, სადაც მათ აქამდე არ ჰქონიათ გამოცდილება. როდესაც ზოგიერთი ადამიანი ებრძვის გაურკვევლობის წყაროს, რომელმაც განაპირობა სიახლე, მოქნილი ადამიანები სარგებლობენ შესაძლებლობით და წარმატებას მიაღწევენ ისეთ სიტუაციებში, როდესაც სხვა ადამიანები შეიძლება შეჩერდნენ.

სხვების გაგება

ეჯაილ სწავლა ნიშნავს, რომ ადამიანი დახელოვნებულია სხვების შეხედულებების აღქმასა და განჭვრეტაშიც კი. საკუთარი თავის სხვა ადამიანების ადგილზე დაყენებით, მათ შეუძლიათ დააკავშირონ სიტუაციები, მოაგვარონ პოტენციური კონფლიქტები და დაანახონ უფრო ფართო სურათი. იმის ნაცვლად, რომ დაელოდონ სხვა თვალსაზრისის თქმას ან რომ რაღაც არ გამოდგება, მოქნილი მოსწავლეები ეძებენ განსხვავებულ მოსაზრებებს და ღიაობას გამოთქვამენ განსხვავებული მიდგომების მიმართ.

თვითშემეცნება

ასეთ ადამიანებს აქვთ თვითშემეცნების მაღალი დონე. მათ ესმით მათი გავლენა და ეძებენ გზას, თუ როგორ შეუძლიათ განვითარდნენ. ისინი სპეციფიკურები არიან იმ მხარდაჭერის მიმართ, რაც მათ სჭირდებათ და საკმარისად თავდაჯერებულები არიან, რომ დახმარება სთხოვონ სხვებს. ისინი აღიქვამენ სწავლას, როგორც მუდმივობას და პროაქტიულად აინტერესებთ მათ გარშემო არსებული სამყარო.

სიახლე არასოდეს არის ადვილი, რადგან ჩვენს ტვინს ურჩევნია უსაფრთხოდ განაგრძოს ის, რასაც ადრე ვაკეთებდით. ასევე შეიძლება რთული იყოს იმის დანახვა, თუ როგორ გამოვიყენოთ ჩვენი უნარები წარმატებით ისეთ სიტუაციებში, რომლებიც უცნობია ჩვენთვის. ჩვენ ვეყრდნობით იმას, რაც ვიცით, როგორც ჩვენი ღირებულების წყაროს და არა იმას, თუ როგორ ვიყენებთ ჩვენს ცოდნას საუკეთესო ეფექტისთვის ჩვენს ორგანიზაციებში. ახალ სიტუაციებში ცოდნის უფრო ინტენსიურად გადაცემა ააჩქარებს სწავლის ტემპს. ეს ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ დადებითად იმოქმედოთ უფრო მეტ ადამიანზე და უფრო მეტ გარემოებაში.

დაიწყეთ თქვენი მოსმენა-საუბრის დაბალანსებით. როცა ლაპარაკობ იშვიათად სწავლობ – უბრალოდ, სხვა ადამიანებს უზიარებ იმას, რაც უკვე იცი. სხვების მოსმენით კი უფრო მეტს ისწავლით თავად და გასაზიარებელიც მეტი გექნებათ.

ის, რაც ხშირად უშლის ხელს თვითშემეცნების განვითარებას, არის არა უნარის განვითარების სურვილის ნაკლებობა, არამედ სიცხადის ნაკლებობა იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთოთ რაღაც სხვაგვარად. თვითშემეცნების პრაქტიკის ჩვევის შექმნამ შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს თქვენი სწავლის სისწრაფეში.

დაფიქრდით, როგორ გსურთ გამოჩნდეთ ისეთ სიტუაციებში, რომლებიც სწავლის სისწრაფეს მოითხოვს თქვენგან? რა არის ის შეფასება, რომლის მოსმენაც გსურთ ხალხისგან?

წყარო: HBR



როგორ ვაჯობოთ ჩვენს შიშებს?

Threads ჰეშტეგებს # სიმბოლოს გარეშე გვთავაზობს