Agile Mentor-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით 31 ოქტომბერს ეჯაილის მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართება — აქ სპიკერები თანამედროვე ორგანიზაციული კულტურის ერთ-ერთ გამორჩეულ მეთოდზე ისაუბრებენ. გამომსვლელებს შორის კი თავად „ეჯაილ მანიფესტოს“ თანაავტორი ალისტერ ქობერნი და ანტონ მარკი, ეჯაილის საერთაშორისო კონსორციუმის მიერ სერტიფიცირებული ტრენერი და ქოუჩი იქნებიან.
„ეჯაილს ტექნოლოგიურ მიმართულებებში ჩაეყარა საფუძველი და, შესაბამისად, ალესტერისა და მარკისთვის სპიკერისთვის ძალიან ბუნებრივი და ორგანულია. არატექნოლოგიურ მიმართულებებში ეს მიდგომა ახალია და ჩვენ — თიბისი ჩვენს ახალ გამოცდილებებს გაგიზიარებთ, როგორ შევძელით პრაქტიკაში დაგვენერგა ეჯაილ მიდგომები ჩვენს სამუშაო პროცესებში არატექნოლოგიური მიმართულებით“, — აღნიშნავს გუკა კიტია, თიბისის ეჯაილ მწვრთნელი/ჯგუფის ლიდერი.
ჩვენ კი იმისათვის, რომ ზემოხსენებულ სახელებსა თუ რეგალიებს მიღმა „ხელშესახები“ მნიშვნელობა დაგანახოთ, სტატიაში უცხოელ სპიკერებზე მოგიყვებით.
ალისტერ ქობერნი
„რა არის წარმატებული პროექტი?“ — სწორედ ასე დაიწყო ალისტერის ხანგრძლივი მოგზაურობა ეჯაილ სფეროში, როდესაც 1993 წელს, ორწლიანი ინტერვიუების შემდეგ ამ თემაზე, IBM საკონსულტაციო ჯგუფისთვის მოქნილი მეთოდოლოგია დაწერა. ტექნოლოგიურმა გიგანტმა წარმატებით გამოიყენა ეს მეთოდოლოგია, ალისტერი კი წამყვანი კონსულტანტისა და ტექნიკური კოორდინატორის როლს ითავსებდა.
„ჩემი სპეციალობა სხვადასხვა განყოფილების სინთეზზე ზრუნვაა. ამას მათთან მუშაობით, ნდობის გაზრდით, შიშის შემცირებითა და აშკარა პროგრესით ვაღწევ“, — აღნიშნავს ალისტერ ქობერნი.
დროთა განმავლობაში ინოვაციურად მოქნილი მეთოდოლოგია ერთი კომპანიას გასცდა და უკვე 1998 წლისთვის ქობერნმა ნორვეგიის ცენტრალურ ბანკში მნიშვნელოვანი, რთული პროექტისთვის გამოიყენა ეს მეთოდოლოგია. ფართო მასშტაბებმა ლესტერს შესაძლებლობა მისცა, მეტად გაეფართოებინა ხედვა.
2001 წელს ლესტერმა ისტორიული შეხვედრა მოაწყო Snowbird-ში, იუტაში, სადაც მან და 16 სხვა ადამიანმა მთელი მსოფლიოდან დაწერეს Agile Manifesto. მანიფესტი პროგრამული უზრუნველყოფის დამუშავების სფეროში რევოლუციად იქცა, შემდეგ კი პროდუქტის მენეჯმენტამდე გაფართოვდა — საბოლოოდ, პროექტის მენეჯმენტსა და ზოგადად ორგანიზაციულ განვითარებაში დამკვიდრდა. ოდესღაც ეჯაილ მიდგომას რადიკალურად მიიჩნევდნენ, ახლა კი ყველა ინდუსტრიაშია რეკომენდებული, როგორც საუკეთესო კულტურის საწინდარი — დაწყებული სტარტაპებით, დასრულებული დიდი კომპანიებით და სამთავრობო დეპარტამენტებით.
მანიფესტი 4 ღირებულებას ეფუძნება:
- პიროვნებებსა და ურთიერთქმედებებს ვამჯობინებთ პროცესებსა და ინსტრუმენტებს
- მომუშავე პროგრამულ უზრუნველყოფას ვამჯობინებთ ამომწურავ დოკუმენტაციას
- დამკვეთთან თანამშრომლობას ვამჯობინებთ კონტრაქტის პირობების შეთანხმებას
- ცვლილებაზე რეაგირებას ვამჯობინებთ გეგმის ზედმიწევნით დაცვას
თუმცა ეს დებულებები ქობერნმა მხოლოდ ოთხ სიტყვაში გააერთიანა: კოლაბორაცია, მიწოდება, რეფლექსია, გაუმჯობესება. მისი თქმით, ამ უმარტივესი ქმედებების ერთობლიობა ნებისმიერ ინიციატივას უფრო ეფექტურს და მეტად სასიამოვნოდ სამუშაოს ხდის. თანაც ალისეტრის მთავარი ხედვა ერთგვარ ბალანსს უკავშირდება — მნიშვნელოვანია, მოქნილი პროგრესი კონტროლის საჭიროებასთან უნდა დაბალანსდეს; ამავდროულად, პასუხისმგებლობა ცვალებად სამყაროზე მყისიერი რეაგირებისკენ უნდა იყოს მიმართული. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, უკვე წლებია, ქობერნი თავად ატარებს კონსულტაციებს, ასწავლის და მუშაობს პროექტის პრაქტიკოსებთან — განსაკუთრებით პროექტის მენეჯერებთან, პროდუქტის მფლობელებთან, სქრამ მასტერებთან, ქოუჩებთან და პროგრამისტებთან.
ამასთანავე, ალისტერ ქობერნი 2020 წელს დასახელდა „ყველა დროის 42 უდიდეს სოფთვეარ პროფესიონალს“ შორის, როგორც მსოფლიო დონის ექსპერტი მეთოდოლოგიებში, პროექტების მენეჯმენტში, სოფთვეარ არქიტექტურაში, ე. წ. use case-ებსა და ეჯაილ დეველოპმენტში.
ანტონ მარკი
როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ანტონი ეჯაილის საერთაშორისო კონსორციუმის მიერ სერტიფიცირებული ტრენერი და ქოუჩია. ის 15 წელზე მეტია, IT სფეროში მუშაობს, პროექტებისა და პროგრამების მენეჯმენტში კი 10-წლიანი გამოცდილება აქვს. ეს უკანასკნელი გუნდების ეფექტურ გადანაწილებას, შექმნასა და დაკომპლექტებას გულისხმობს, რათა კონკრეტულმა ბიზნესმა უწყვეტი განვითარებით იმუშაოს.
თუმცა ამ შემთხვევაში განსაკუთრებით საინტერესოა ის ფაქტი, რომ 2012 წლიდან მოყოლებული ეჯაილ ტრანსფორმაციის პროგრამებს ახორციელებს აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ევროპისა და აზიის კომპანიებისთვის. თანაც საგულისხმოა, რომ მარკს ყოველ ჯერზე სხვადასხვა ტიპის ბიზნესისთვის უწევს ეჯაილ მეთოდოლოგიის განვითარება — მათ შორისაა საცალო ვაჭრობა, ტურიზმი, დაზღვევა, ტელეკომი, საბანკო საქმე, ჯანდაცვა და სხვა.
მთელი ამ გამოცდილების გათვალისწინებით, მარკი უფრო მეტად პრაქტიკულ ნაწილს ჩაშლის, ვინაიდან უშუალო შეხება აქვს თანამედროვე კომპანიებთან. ის ისაუბრებს ორგანიზაციებში პრაქტიკულად როგორ გამოიყენება ეჯაილი, რა წინააღმდეგობები გვხვდება, როგორ უნდა დავიწყოთ, რა უნდა გავითვალისწინოთ, რა არის მნიშვნელოვანი და ა. შ.
„დასკვნით ნაწილში, ქართული კომპანიების მონაწილეობით, დაგეგმილია პანელური დისკუსია. თიბისი, რომელიც ბოლო 5 წელია, აქტიური და ყველაზე მასშტაბური ეჯაილ ტრანსფორმაციის პროცესშია, გავაზიარებთ ჩვენს გამოცდილებებს და გამოწვევებს, რაც პრაქტიკულად არსებობს“, — ამბობს გუკა კიტია.
შეგახსენებთ, რომ AgileXchange Vol2 სამიტზე დასწრების მსურველებმა კი რეგისტრაცია ამ ბმულზე უნდა გაიარონ.
ღონისძიების მხარდამჭერები: TBC, Lineate, Apeople, GPI Holding, PSP.
ღონისძიების პარტნიორები: GITA, HRPA, Dev.ge, EduTech, EPAM, Tallium Digital.