in

Agility Robotics-ის ახალ ქარხანაში ჰუმანოიდი რობოტები დასაქმდებიან!

ეს დასაქმების სფეროს მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას შემოგვთავაზებს, თუმცა, როგორც გვეუბნებიან, ისინი მხოლოდ რუტინულ, რობოტულ საქმეებში გამოდგებიან. Agility Robotics პროფესიონალია ადამიანების მსგავსი რობოტების შექმნაში, რომელთაც ფეხებიც აქვთ, ჩვენნაირად მოძრაობენ და ურთიერთქმედებენ ფიზიკურ სამყაროსთან. ამჯერად კი მეტად ამბიციური მიზანი დაისახეს, ჰუმანოიდი რობოტის შექმნას აპირებენ, რომელსაც Digit უწოდეს. 

ორეგონში არსებული უზარმაზარი საწარმოც ამ იდეის სისრულეში მოყვანას დაეთმობა, უბრალოდ RoboFab-ის დებიუტი ცოტა მოგვიანებით, მომდევნო წელს შედგება. გვპირდებიან, რომ უკვე 2025 წელს მათ სრულ ბაზარზე ექნებათ წვდომა. ამგვარად, Agility-ის პირველ წელსაც დიდი გეგმები აქვს. კონკრეტულად კი ასობით დროიდის შექმნას აპირებენ, რომლის წონა 65 კილომდე იქნება და სიმაღლე დაახლოებით 1.74 მეტრს მიაღწევს. მათ 17 კილომდე ტვირთის გადატანა შეეძლებათ და თვითდატენვის ფუნქციაც ექნებათ. ეს კი უკვე იმას ნიშნავს, რომ ჰუმანოიდი რობოტები ავტონომიურად მუშაობას 16-24 საათამდე შეძლებენ.

კამერისა და LiDAR ტექნოლოგიის დახმარებით, Digit-ს შეუძლია, მარტივად მოერგოს განსხვავებულ გარემოსა და სცენარებს. მისი კონტროლი კი ტაბლეტის მეშვეობით იქნება შესაძლებელი, რომელიც ღიაა მრავალფეროვანი პროგრამირებისთვის — ისეთი ამოცანებისთვისაც, როგორიც ობიექტებთან ფიზიკური ურთიერთქმედებაა. კომპანია ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციაზეც ფიქრობს, რათა Digit-ს სიტყვიერი ინსტრუქციების შესრულება გაუმარტივოს.

თავდაპირველად კი რობოტს, ალბათ, ყუთებისა და კონტეინერების ტრანსპორტირებისთვის გამოიყენებენ როგორც Agility-ის საწარმოში, ისე იმ სივრცეებში, რომლებიც Digit-თან დამეგობრებას გადაწყვეტენ. თუმცა, როგორც გვეუბნებიან, მისი შესაძლებლობები ამაზე ბევრად მეტია…

Not For Sale — Guardian-ის რეკლამა მკითხველების ემოციებზე

როგორ იქცა ანიმაცია ალცჰაიმერთან დაკავშირებულ ვიდეორგოლად?