in ,

აღმოაჩინე სატურნი, ურანი და პლუტონი დედამიწაზე – კოსმოსური Print რეკლამა ორიგინალური მიპატიჟებით

სარეკლამო სააგენტო Y&R-მა Azul Brazilian Airlines-ისთვის კოსმოსური Print რეკლამა დაამზადა. ავიაკომპანია მომხმარებელს დედამიწაზე პლუტონის, ურანისა და სატურნის აღმოჩენას ჰპირდება. სამი პლანეტის თვალისმომჭრელი ხედი ასტრონომიის მოყვარულების მოხიბვლას ნამდვილად შეძლებს.

გინდა იმოგზაურო პლუტონზე? ესტუმრე ნიუ-მექსიკოს. ურანის სანახავად ნორვეგიაში წადი, ხოლო სატურნის დათვალიერება ნამიბიაში შეგიძლია. რეკლამის ავტორებმა ამ ადგილებში პლანეტების ზედაპირის მსგავსი ხედები შეარჩიეს, და ისეთი Print რეკლამა გააკეთეს, რომ მისი დანახვისას ციური სხეულების ასოციაცია ჩნდება.

ასე რომ, თუ სამოგზაუროდ წასვლა გსურთ და ჯერ ვერ გადაგიწყვეტიათ სად, Azul Brazilian Airlines-ი თამამი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ.

 

 

 

როგორ დავამზადოთ ჰამბურგერისგან თაფლი?! – Grunt-ის ექსპერიმენტი

Make Love Not War – საყოველთაო საფეხბურთო სიყვარული (Print ნამუშევრები)