in

აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს

რეგიონული ჰაბი კავკასიაში და ინოვაციური, ინტერდისციპლინური და საერთაშორისო განათლების ცენტრი საქართველოში – ასეთი მიზანი აქვს დასახული აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტს, რომელმაც არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმა.

აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი ახალი პარტნიორის მხარდაჭერით უერთდება ASU-Cintana-ს ალიანსს, რათა გარდაქმნას უმაღლესი განათლება საქართველოში და საერთაშორისო კარიერისთვის მოამზადოს როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი სტუდენტები. 

არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტს (ASU) ათი წელია აშშ-ის ყველაზე ინოვაციურ უნივერსიტეტად ასახელებს U.S. News & World Report-ი (2016-2025 წწ.). 

ამიერიდან, აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის სტუდენტებს წვდომა ექნებათ ASU-ის სტანდარტებზე დაფუძნებულ სასწავლო პროგრამებზე, მსოფლიოში წამყვანი პროფესორების გამოცდილების გაზიარებაზე, გლობალურ მასტერკლასებზე, საერთაშორისო კვლევით თანამშრომლობაზე და სტუდენტთა გაცვლით პროგრამებზე.

ASU-სთან პარტნიორობით შემუშავებული გაფართოებული პროგრამები სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს მიიღონ ASU-ის და აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის ორმაგი ხარისხის დიპლომები და გადააწყონ საკუთარი აკადემიური გზა საჭიროებების შესაბამისად. ეს მნიშვნელოვნად გაზრდის მათი დასაქმების შესაძლებლობას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტს ამბიციური გეგმები აქვს: მედიცინის პროგრამა გაძლიერდება, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში კი 22 ახალი აკადემიური პროგრამა შეიქმნება. აღნიშნული პროგრამები მოიცავს ჯანმრთელობის მეცნიერებებს, ბიზნესს, ციფრულ ტექნოლოგიებსა და სოციალურ მეცნიერებებს — იმ დარგებს, სადაც მაღალი ხარისხის განათლებაზე მოთხოვნა მკვეთრად იზრდება როგორც საქართველოში, ასევე მთლიანად რეგიონში. ინიციატივა ხორციელდება უმაღლესი განათლებისთვის საკვანძო პერიოდში, როდესაც საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობა საქართველოში წლიურად დაახლოებით 24%-ით იზრდება.

[R]

Atlassian – ორი სტუდენტის იდეა, რომელიც მსოფლიო ტექნოლოგიის ცენტრად იქცა

Apple iOS 26-ს ზარებისთვის ახალ მელოდიას ამატებს