in

აღმოაჩინეთ სამყარო სმარტფონებს მიღმა! – Canon-ის კამპანია

BOG
BOG

Canon-ს ახალი გამოწვევა აქვს: შეძლებს თუ არა, ფოტოაპარატების მწარმოებელი ბრენდი, დაარწმუნოს სმარტფონის ფოტოებზე გაზრდილი ახალი თაობა, რომ სამყაროს აღმოჩენა, ტელეფონებს მიღმა, გაცილებით უფრო საინტერესოა?! Live for the Story ბრენდის ახალი კამპანიაა, რომელზეც მან სააგენტო VCCP London-თან ერთად იმუშავა. კამპანიის პირველ ეტაპზე, Canon-ი მომხმარებელს საინტერესო სარეკლამო ვიდეორგოლს Boundaries სთავაზობს. 60 წამიანი ნამუშევარი ნამდვილად ძალიან ეფექტური და შთამბეჭდავია. ყოველი ახალი ნაბიჯი, გადაწყვეტილება თუ მოქმედება სრულფასოვანი, საინტერესო, თავგადასავლებითა და აღმოჩენებით სავსე ცხოვრების აუცილებელი ნაწილია. სწორედ ეს მთავარი გზავნილი დევს ბრენდის რეკლამაში, სადაც უშუალოდ Canon-ის პროდუქტი მხოლოდ ერთხელ, ისიც, სულ ერთი წამით ჩანს.

 

https://www.youtube.com/watch?v=UcFlyBN7gxM

დოდი ხარხელი საერთაშორისო ფესტივალ Go Viral-ის სპიკერი იქნება!

ჩვენ რუსთაველის ქვეყნიდან ვართ! შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილე! JWT Metro-ს ნამუშევარი