in

რამდენად აგრესიულია თქვენი ხელმძღვანელობის სტილი?

როდესაც აგრესიულ კომუნიკაციაზე ვფიქრობთ, ხშირად გონებაში მტრული დამოკიდებულის აშკარა მაგალითები მოგვდის: ხმამაღლა საუბარი, იძულებითი მოთხოვნები და დაშინება. თუმცა, შესაძლოა, აგრესია უფრო დახვეწილი ფორმებით გამოვლინდეს და ყველაზე კარგი განზრახვის მქონე ლიდერებიც კი აცდუნოს. შეიძლება უნებლიედ აგრესიული იყოთ.

აუცილებელი არ არის, რომ „მყვირალა“ და მჩაგვრელი ლიდერი იყოთ იმისთვის, რომ აგრესიულ კომუნიკატორად ჩათვალოთ. შეიძლება გქონდეთ განზრახვა, იყოთ ძლიერი, თავდაჯერებული, პირდაპირი და გაოცდეთ, როცა აღმოაჩენთ, რომ თანამშრომლები აგრესიულად და უხეშად აღგიქვამენ.

აგრესიული კომუნიკაციის ნიშნები

ლიდერებისთვის აგრესიული კომუნიკაციის ნიშნების ამოცნობა და გააზრება გადამწყვეტია. ქვემოთ რამდენიმე ასეთი ნიშანია ჩამოთვლილი.

  • სხვისი გრძნობებისა და შეხედულებების უგულებელყოფა, უპატივცემულობა.
  • სიტუაციების შავ-თეთრ ფერებში განხილვა, სადაც თქვენ მართალი ხართ, ხოლო სხვები — არასწორები.
  • კამათში გამარჯვების სურვილი.
  • სხვებისთვის საუბრის არ დაცდა.
  • სხვების მოსმენასა და მათი მოსაზრებების გათვალისწინებაზე უარის თქმა.
  • სხვების დადანაშაულება და თავდაცვითი რეაქცია.
  • არასაჭირო დაპირისპირებების ძიება.
  • პირდაპირობისა და უხეშობის ერთმანეთში არევა.
  • არარეალური მოლოდინების ქონა და ზედმეტი კრიტიკულობა.

მიუხედავად იმისა, რომ აგრესიულმა კომუნიკაციამ შეიძლება ლიდერი ძალაუფლებისა და ეფექტიანობის ხანმოკლე განცდით უზრუნველყოს, ეს არის მოკლევადიანი გადაწყვეტა ხანგრძლივი ნეგატიური შედეგებით.

რატომ არ ამართლებს აგრესიული კომუნიკაცია?

როდესაც ინდივიდები თავს ვალდებულად გრძნობენ, შეასრულონ ბრძანებები, ნაცვლად იმისა, რომ თვენი მხარდაჭერისა და დახმარების მოტივაცია ჰქონდეთ, პროდუქტიულობა და მორალი ზარალდება. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ყოველდღიურად მიიღოთ ის, რაც გსურთ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ თქვენი დაქვემდებარებულები საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენას შეძლებენ. უფრო მეტიც, აგრესიული კომუნიკაცია ქმნის დაძაბულობითაა და უნდობლობით აღსავსე გარემოს, ხელს უშლის თანამშრომლობასა და ინოვაციას.

ამ მდგომარეობის გაცნობიერება გადამწყვეტია

უნებლიე აგრესიის დაძლევის გასაღები თვითშეგნებასა და მიზანმიმართულ კომუნიკაციაშია. უნდა გაიაზროთ, როგორ ურთიერთობთ სხვებთან და როგორ მოქმედებს ეს თქვენს შესახებ ხალხისაღქმაზე.

აგრესიული კომუნიკაცია არ გაქცევთ ძლიერ ლიდერად, პირიქით, ეს სისუსტეა. თქვენი წარმატება დამოკიდებულია უნარზე, ირგვლივ მყოფ ადამიანებს პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენაში დაეხმაროთ. აგრესიულობით კი ამას ვერ მიაღწევთ.

აგრესიული კომუნიკაციისადმი თქვენი მიდრეკილებების აღიარება არ ნიშნავს რომ ცუდი ადამიანი ან, თუნდაც, ცუდი ლიდერი ხართ. გაცნობიერება და აღიარება პირველი ნაბიჯი გაუმჯობესებისკენ.

მიუხედავად იმისა, რომ არის შემთხვევები, როდესაც აგრესიულ კომუნიკაციას თავისი ადგილი უკავია — საგანგებო სიტუაციები, თუ თქვენს უფლებებს ან უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება; საჭიროა, ვინმემ დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვინმე დაზარალდება — თქვენი კომუნიკაციის ფორმა სწრაფად უნდა შეცვალოთ მაშინვე, როდესაც ასეთ მდგომარეობას წარსულში მოიტოვებთ.

სტეფან ზაგმაისტერის პრინტ კონკურსი ქართველი ილუსტრატორებისა და გრაფიკოსი დიზაინერებისათვის!

Burger King-მა ბილბორდზე ვუპერი რეალური ზომით ასახა