in

AGRODOME – მიკრო გარემო კულტურების მოსავლელად

მექსიკის ქალაქში დაფუძნებულმა დიზაინერულმა საკონსულტაციო კომანიამ NOS შექმნა ახალი გზა, კულტურების უშუალოდ მინდვრიდან მოსაშენებლად. “AGRODOME” არის გამჭვირვალე, სუნთქვადი, სტაბილური და პორტატული სისტემა. ამ მცირე მიკროგარემოს შექმნა საშუალებას აძლევს ფერმერებს, დარგონ და აღმოაცენონ კულტურები უშუალოდ მიწაზე სათბურიდან მათი საბოლოო დანიშნულების ადგილას გადარგვის საჭიროების გარეშე.

გუმბათის სიმაღლის დარეგულირება შესაძლებელია მცენარეთა სტადიიდან გამომდინარე, ან ცენტრალური ნაწილის აწევით ან კიდევ უფრო მიწაში ჩამაგრებით. ცენტრალური ნაწილი ასევე მუშაობს ერთგვარ მაგისტრალად, რომლის მეშვეობითაც წყალი შედის ამ გარემოში, ჩადის მიწაში და თანაბრად ნაწილდება მცენარეთა ფესვებში. 

AGRODOME მზადდება გადამუშავებული PET–ისგან, რაც მას სრულად გადამუშავებად პროდუქტს ხდის. გუმბათების მოდულურობა ნიშნავს, რომ მათი მასობრივი წარმოება შესაძლებელია ხელმისაწვდომ ფასად. დიზაინის მოდულარობა ასევე საშუალებას იძლევა, გუმბათები გადაადგილდნენ და მოტრიალდნენ მინდვრის გარშემო, რაც დამოკიდებულია მეურნეობისა და მოსავლის ციკლის მიხედვით.

 

 

როგორ ამარტივებს ცხოვრებას თიბისის გამოწერის ინოვაციური მოდელი

ელენე მაჭავარიანი Silk Hospitality-ს COO, ჯგუფის საოპერაციო დირექტორი გახდა