in

აგროჰაბის მარკეტინგის სამსახურს ბაია თორაძე უხელმძღვანელებს

აგროჰაბს მარკეტინგის სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ბაია თორაძე მარკეტერი, სტრატეგიული მარკეტინგისა და კომუნიკაციების სპეციალისტი და ბიზნესლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ წევრია. მას 17-წლიანი გამოცდილება აქვს მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯმენტში სხვადასხვა სექტორში. ამჟამად, ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესის“ მარკეტინგისა და კომუნიკაციების ლიდია. ბაია თორაძის სამუშაო გამოცდილება მოიცავს, როგორც ქართულ ისე საერთაშორისო ბრენდებთან კომუნიკაციაში: ამერიკული და ევროპული ბრენდების აუთლეთ წარმომადგენლობა საქართველოში, კორეული წარმოების პროდუქციის რითეილი, ქართული საიუველირო წარმოება, ევროპული და აზიური ტექნიკისა და ტექსტილის იმპორტი და ადგილობრივი წარმოება და ა.შ. აგროჰაბში ახალი პოზიციის დაკავებასთან დაკავშირებით, ბაიამ მარკეტერის შეკითხვებს უპასუხა.

M: როგორ შედგა თანამშრომლობა?

ჩემი აგროჰაბისადმი ნდობის ისტორია მისი გამოჩენის მომენტიდან იწყება. ეს არის უკონკურენტო კომპანია ქართულ ბაზარზე, რომელიც ორიენტირებულია ნატურალური პროდუქტების წარმოება რეალიზაციაზე და ფლობს ISO: 22000 სერტიფიცირებულ საკუთარი წარმოების პროდუქციას. ჩემთვის, როგორც მარკეტერისთვის, აგროჰაბი საინტერესო სამუშაო ბრენდია, თავისი ბიზნეს კონცეფციითა და უნიკალურობით. როდესაც მივიღე თანამშრომლობის შემოთავაზება ნათელი იყო რომ ორივე მხარისათვის საერთო იყო სურვილისა და საჭიროების თანხვედრა, შესაბამისად შედგა ჩვენი საქმიანი ურთიერთობა.

M: რითაა საინტერესო ამ სფეროს მარკეტინგი თქვენთვის?

FMCG სფეროს მარკეტინგი გვთავაზობს შესაძლებლობას გამოვხატოთ ჩვენი კრეატიულობა, ინოვაციურობა, ამ ინდუსტრიის მარკეტინგულმა სტრატეგიამ უნდა არათუ აუწყოს ფეხი აწმყოს არამედ გაუსწროს წინ მოვლენებს, FMCG არის ყველაზე სტაბილური ინდუსტრია, მაგრამ ის შედგება სწრაფად მოხმარებადი პროდუქტებისგან, მარკეტინგული სტრატეგიული ინოვაციურობა, სისხარტე და მყისიერი მოქმედებები კი გვაძლევს შესაძლებლობას ვიყოთ გლობალური წარმატების ისტორიის ნაწილი, მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება ქართულ ბაზარზე უკვე არსებულ ბიზნეს კონცეფციით და სავაჭრო ნიშნის უნიკალურობით გამორჩეულ ბრენდს – აგროჰაბს.

M: რა გეგმები და მოლოდინები გაქვთ?

დარწმუნებული ვარ, ნაყოფიერი თანამშრომლობა და ძალიან საინტერესო პროექტები გველის
წინ. მოლოდინებს არ ვიქმნით, რადგან ნებისმიერი პროექტი მიზნობრივად და შედეგზე ორიენტირებული კამპანიითა გაწერილი. აგროჰაბში მარკეტინგული კამპანიის მიზანია აგროჰაბის ბიზნეს ფასეულობების ტრანსლირება, – ადგილობრივი წარმოების მიმართ
ცნობადობის ზრდა, სანდოობის დანერგვა, აგროჰაბის პროდუქტის ასოცირება ხარისხთან, სიჯანსაღესთან, ღირებულთან და არა ძვირადღირებულთან.

„გურმეს“ ათწლიანი ისტორია და სააღდგომო სამზადისი

მასშტაბური სასკოლო სტარტაპ მარათონი – გაიგე მეტი მენტორებისგან