in

აგროჰაბი ექსკლუზიურად Glovo-ზეა

აგროჰაბი, საქართველოში პირველი, ინოვაციური აგრარული ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს ჯანსაღ, ნატურალურ და ახალ პროდუქციას, ექსკლუზიურად უკვე Glovo-ზეა. ამიერიდან დღის ნებისმიერ მონაკვეთში შესაძლებელია აგროჰაბის ფავორიტი პროდუქტების მიტანის სერვისით სარგებლობა. სულ მალე კი, აგროჰაბის მიტანის სერვისი 24 საათიანი გახდება. ხოლო ის მომხმარებლები, რომლებიც შეკვეთას SOLO ბარათით განათავსებენ, 25%-იან ქეშბექს Glovo-ს ანგარიშზე მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია, უკვე მესამე წელია საქართველოში ოპერირებს. Glovo-ს მეშვეობით 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ ისარგებლოთ როგორც საკვების, ისე ფარმაცევტული პროდუქტის, პარფიუმერიის, ტექნიკისა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების შეკვეთის მომსახურებით. მიტანის სერვისით სარგებლობა 5 ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდშია შესაძლებელი.

რატომ მიიღეთ ციფრული პლატფორმის ათვისების გადაწყვეტილება და თანამშრომლობისთვის რატომ აირჩიეთ კონკრეტულად Glovo?

 ბოლო წლების განმავლობაში, ყოველდღიურად იზრდება მოთხოვნა მიტანის სერვისზე. ეს პროცესი, განსაკუთრებით დააჩქარა მსოფლიო პანდემიამ. უსაფრთხოების ზოგადი რეკომენდაციების დასაცავად, მომხმარებლები ყოველდღიურად სარგებლობდნენ სხვადასხვა პროდუქციის მიტანის სერვისით. აგროჰაბი მუდმივად სთავაზობს ერთგულ მომხმარებლებს ახალ რძის პროდუქტებს, ხორცს, თევზს, პურ-ფუნთუშეულსა, მზა საკვებსა თუ ცოცხალ ღვინოს. თუმცა ამჯერად ჩვენ გვინდოდა მათთვის ყველაზე მოთხოვნადი სერვისი შეგვეთავაზებინა, რათა ჩვენი პროდუქტები, კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გამხდარიყო. ამიტომ თანამშრომლობა Glovo-სთან გადავწყვიტეთ, რომელიც ქართულ ბაზარზე მიტანის სერვისში პირველობას არავის უთმობს. აგროჰაბი, რომელიც მუდამ ხარისხზეა ორიენტირებული, ამჯერად ყველაზე სწრაფ, მარტივ და უსაფრთხო მიტანისს სერვისს სთავაზობს მომხმარებლებს.

რა პროდუქტების გამოძახებაა შესაძლებელი აპლიკაციიდან?

 Glovo-ს აპლიკაციაში აგროჰაბის თითქმის ყველა პროდუქტი დაემატა: 100% ნედლი რძისგან და ნატურალური ინგრედიენტებისგან დამზადებული ქართული წარმოების საკვები პროდუქტები, სოფლის მეურნეობის მრავალფეროვანი ასორტიმენტი თუ უკვე მზა, ცივი და ცხელი მენიუ. ასევე, დამატებულია ალკოჰოლის კატეგორია და მომხმარებლებს შეუძლიათ აგროჰაბის მარნის სასმელები სახლში მიიღონ. Glovo-ზე არის ყველა ის პროდუქტი, რომელსაც აგროჰაბის ჰიპერმარკეტების ქსელი სთავაზობს მომხმარებელს. აღნიშნული პროდუქტები, მარაგისა და ვადის გათვალისწინებით, ყოველდღიურად ახლდება.

რომელია აგროჰაბის ყველაზე პოპულარული პროდუქტები და არის თუ არა დამატებული Glovo-ს აპლიკაციაში?

აგროჰაბი პირველ რიგში, ცნობილია რძის პროდუქტებით, ვინაიდან ჩვენ პროდუქციას მხოლოდ ნატურალური რძისგან ვაწარმოებთ. რძის პროდუქტების მრავალფეროვან ასორტიმენტთან ერთად, აღსანიშნავია, რომ ახლახან აღვადგინეთ ძველი რეცეფტი და გამოვუშვით გლიასე, რომელიც საუკეთესო გამაგრილებელი სასმელია ცხელი ზაფხულის პერიოდში.

გარდა ამისა, აგროჰაბი ცნობილია ხორცეულით და ზღვის პროდუქტებით. ჩვენი საქონლის და ფრინველის ფერმები გვამარაგებს საუკეთესო პროდუქციით. ჩვენი მომხმარებელი აგროჰაბში კიდევ მრავალი პროდუქტის შესაძენად დადის, როგორიცაა ჩვენი წარმოების ხორცპროდუქტები, უმაღლესი ხარისხის ხილ-ბოსტანი, ნატურალური რძისგან დამზადებული ნაყინი და რა თქმა უნდა, აგროჰაბის გამორჩეული სამზარეულო: ცივი და ცხელი კერძები, საცხობი და საკონდიტრო.

ჩამოთვლილი კატეგორიების პროდუქტების შეძენა და სახლში მიტანა უკვე შესაძლებელია Glovo-ს აპლიკაციის მეშვეობით.

 

[პარტნიორის კონტენტი}

Wacaco-მ მსოფლიოში ყველაზე პატარა ზომის ესპრესოს აპარატი შექმნა!

უფრო მეტი ხალისიანი შეგრძნებისთვის! – „შუშხუნა ბაკურიანი“ 1 ლიტრიანი შეფუთვით