in

პირველი ქართული წარმოების ულაქტოზო რძის პროდუქტები აგროჰაბისგან

ჰიპერმარკეტი „აგროჰაბი“ მომხმარებლებს რძის წარმოების მიმართულებით სიახლეს სთავაზობს — კერძოდ, ულაქტოზო რძის პროდუქტებს, როგორიცაა მაწონი, ხაჭო და იმერული ყველი.

ულაქტოზო რძის ნაწარმი განკუთვნილია ადამიანებისთვის, ვისაც ლაქტოზის აუტანლობა აქვს, რაც სხვადასხვა სახის დისკომფორტს იწვევს — მუცლის შებერილობას, დიარეას, მეტეორიზმს… ზოგიერთ შემთხვევაში კი ლაქტოზის აუტანლობა კიდევ უფრო რთული სახით ვლინდება როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებსა და ზრდასრულებში.

„რძის ნაწარმს, მასში შემავალი ვიტამინებიდან და მიკროელემენტებიდან გამომდინარე დიდი ადგილი უჭირავს, როგორც ბავშთა, ასევე ზრდასრული ადამიანების კვების რაციონში. ლაქტოზის აუტანლობის შემთხვევაში კი საერთოდ უარის თქმა უწევთ რძის ნაწარმის მიღებაზე. სწორედ აქედან გაჩნდა იდეა, მომხმარებლებს შეგვეთავაზოთ ულაქტოზო ხაჭო, მაწონი და ყველი. ასევე, ამ ინოვაციური ნაწარმის მეშვეობით შევუქმნათ კომფორტი, რათა რძის პროდუქტების ყველა კვებითი ღირებულებით ისარგებლონ“, — აცხადებს აგროჰაბის წარმომადგენელი.

„ულაქტოზო ხაჭოს, მაწვნის და ყველის წარმოებაში გამოყენებულია ფერმენტი, რომელიც მთელ მსოფლიოში ცნობილი, ლიდერი კომპანიის მიერ არის მოწოდებული. სწორედ  აღნიშნული კომპანიის 2021 წლის ინოვაციაა ეს ფერმენტიც, რომელსაც მხოლოდ ევროპის ქვეყნებისთვის იყენებენ, რაც საშუალებას გვაძლევს, ლაქტოზა-ნახშირწყალი გარდაიქმნას  გალაქტოზად და გლუკოზად. ამასთან, ანალიზატორის მეშვეობით, აგროჰაბის რძის წარმოების ლაბორატორიაში დამატებით მოწმდება პროდუქცია — პროცესი ლაქტოზის ბოლომდე დაშლამდე მიმდინარეობს.

პროდუქტის ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები არ იცვლება, იცვლება მხოლოდ გემოვნური თვისებები, რადგან ულაქტოზო პროდუქტები შედარებით ტკბილია, ვიდრე სხვა  რძის პროდუქტები. რაც შეეხება მიკროფლორას, ჩვენს პროდუქციაში სრულიად შენარჩუნებულია, როგორც ბიფიდობაქტერიები, ასევე სხვა ვიტამინები და მინერალები, რითაც მდიდარია ტრადიციული რძის ნაწარმი.

კალორაჟის თვალსაზრისით, ულაქტოზო ნაწარმი არ არის დიეტური, რადგან იდენტური ენერგეტიკული ღირებულება აქვს, რაც ტრადიციულ ხაჭოს მაწონს და ყველს. თუმცა გარკვეულ შემთხვევებში, განსაკუთრებით ჭარბი წონის შემთხვევაში, წონაში კლების პროცესის შენელება ხშირად უკავშირდება ლაქტოზის აუტანლობას. ამიტომაც, წონაში კლების დროს რეკომენდებულია ულაქტოზო პროდუქტების  გამოყენება“, — განმარტავს აგროჰაბის წარმოების დირექტორი თამარ ფრუიძე.

[პარტნიორის კონტენტი]

„ვოლვო ქარ საქართველოსა“ და რადიო GIPA-ს ახალი მუსიკალური პროექტი

როგორ დავაღწიოთ თავი ცუდი სცენარების წარმოდგენას?