9
Jul
2018

Agrohub Winery-ს ბრენდის იდენტობასა და შეფუთვაზე კომპანია BRID-მა იმუშავა

9 Jul 2018

Agrohub Winery ჰიპერმარკეტ „აგროჰაბის“ ერთ-ერთი შვილობილი კომპანიაა, რომლის იდენტობასა და შეფუთვაზე კომპანია BRID-მა იმუშავა. Agrohub-ს სურდა, მომხმარებლისთვის ახალი პროდუქტი გაეცნო განსხვავებული და დასამახსოვრებელი დიზაინით, რომელიც იქნებოდა თანამედროვე და ამავე დროს, ტრადიციული ხასიათის. როგორც BRID-ის კრეატიულ დირექტორი, ია დარახველიძე მარკეტერთან საუბრისას აღნიშნავს, ნამუშევარი ბევრ უცხოურ საიტზე მოხვდა, მათ შორის, Packagingoftheworld.com–ზე.

ია დარახველიძე: „ჩვენწინ საკმაოდ რთული ამოცანა იდგა, რაც გულისხმობდა ახლად შექმნილი ბრენდისთვის ანალოგის არმქონე დიზაინის შექმნას, რომელიც თავის მხრივ, მიიზიდავდა მომხმარებლის ყურადღებას და გაზრდიდა მის ცნობადობას“. „შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი შთაგონების მთავარ წყაროდ თავად ბრენდის სახელწოდება იქცა და კონცეფციაც მარნის თემატიკაზე აიგო. გამოვიკვლიეთ ღვინოების წარმოშობა და გავიგეთ, საქართველოს რომელ კუთხეშია გავრცელებული ვაზის ესა თუ ის ჯიში. საქართველოს კუთხეები მისი ტრადიციული სახლებით გამოვსახეთ იმიტომ, რომ თითქმის ყოველი ქართველი, ოდითგანვე, ღვინოს წურავდა საკუთარ ოჯახში“, – ია დარახველიძე. 

ამგვარად, დიდი ეთნოგრაფიული კვლევა-ძიების შედეგად, საქართველოს მაშტაბით, ძველი ტრადიციული სახლები მოიძიეს, გაეცნენ ყველა კუთხისთვის დამახასიათებელ სახლის ორნამენტებს, ფორმებს, ფერებს და ამის შემდეგ დაიწყეს სახლების ხატვა.

„შევჯერდით სახლების ვიზუალზე, რომლებიც შესაბამისი კუთხის დამახასიათებელ ფორმებსა და ხასიათს ატარებს.  საბოლოო ჯამში, მივიღეთ საკმაოდ ინფორმაციული, კონცეპტუალურად გამართული და ესთეტიკურად ლამაზი დიზაინი“, – ია დარახველიძე. 

M: რაც შეეხება ლოგოს, რაზე დაყრდნობით შეიქმნა ვიზუალური იდენტობა?
„რა ქმნის კარგ ღვინოს?“ – ჩვენი კონცეფცია სწორედ ამ კითხვაზე სცემს პასუხს. მინიმალისტურ ვიზუალში გამოვსახეთ მზის, ვენახისა და ყურძნის ფორმები, რაც აუცილებელი კომპონენტებია, რომ ღვინო გამოირჩეოდეს კარგი გემოვნური თვისებებით.„ჩვენთვის საკმაოდ სასიამოვნო პროცესი იყო AGROHUB WINERY-ის ბრენდზე მუშაობა. პასუხისმგებლობით მიუდექით ლოგოს შექმნას, რადგან გვინდოდა, რომ ბრენდი ყოფილიყო როგორც ახალგაზრდული, ასევე სახელის შინაარსის მატარებელი. ლოგოზე 2 კვირა ვიმუშავეთ და პარალელურად, ბრენდის იდენტობისა და შეფუთვის კონცეფციაზე ვიფიქრეთ“, – ია დარახველიძე.

ნამუშევრების სრულად სანახავად ეწვიეთ ბმულს.

Credits:

Design Agency : BRID
Brand / Project Name: Agrohub Winery
Creative and Art director: Ia Darakhvelidze

Junior Art director & illustration: Mariam Tevzadze

Copywriter: Kakha Jajanashvili

Location: Georgia
Market Country: Georgia
Market Region: Global
Project Type: Agency Commercial / Published

განხილვა