26 მარტს „აგროჰაბის” მეშვიდე ფილიალი მეტრო სამედიცინო უნივერსიტეტის მიმდებარედ, საბურთალოზე, ჭილაძის ქ #9 ნომერში გაიხსნა. ახალი ფილიალის მთავარი კონცეფცია, რა თქმა უნდა, უცვლელია, რაც გულისხმობს თითოეული ფილიალის მომარაგებას ყოველდღიურად აგროჰაბის წარმოების ჯანსაღი და ნატურალური პროდუქტებით, ასევე, აგროჰაბის ფერმებიდან და სასათბურე მეურნეობიდან ხორცითა და ბოსტნეულით.
„მოხარულები ვართ, რომ აგროჰაბის კიდევ ერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა, კომპანია იზრდება და გვემატება ფილიალები, რომლებიც მომხმარებლის მოთხოვნაზეა მორგებული. ახალი ფილიალიც ჭილაძის ქუჩაზე მოსახერხებელია საბურთალოს მცხოვრებლებისთვის, დამატებით კომფორტს კი ქმნის 140 მანქანაზე გათვლილი საპარკინგზე სივრცე.
ტრადიციულად, ახალ ფილიალშიც, მომხმარებელს შევთავაზებთ ჩვენი წარმოების უკვე ყველასთვის ნაცნობ და გემრიელ პროდუქტებს, ყოველდღიურად ახალ ხორცს ჩვენი ფერმებიდან, რითაც გამორჩეულები ვართ ბაზარზე. გარდა ამისა, ახალ ფილიალში დაგხვდებათ აგროჰაბის იმპორტის მსოფლიოში წამყვანი ბრენდები, რომლებსაც ექსკლუზიურად მხოლოდ ჩვენს ქსელში შეიძენთ. პერიოდულად, ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ სიახლეებს სხვადასხვა პროდუქტის წარმოების მიმართულებით“, – განმარტავს აგროჰაბის დირექტორი გიორგი ჯაშიაშვილი.
მნიშვნელოვანია, რომ აგროჰაბში ამჟამად დასაქმებულია 2500-ამდე ადამიანი, ახალი ფილიალის დამატებით კი დასაქმებულთა რიცხვი კიდევ 300-ით გაიზრდება.
2024 წელი აგროჰაბისთვის მნიშვნელოვანი წელი აღმოჩნდა, რადგან კომპანიას დაემატა ორი ახალი ობიექტი – სანაპიროზე და სპორტის სასახლის მიმდებარედ. 2025 წელს ჭილაძის ქუჩის ფილიალის გარდა, ასევე, იგეგმება ქუთაისისა და გლდანის ფილიალების გახსნა.
[პარტნიორის კონტენტი]