in

Agrolabs: „500Georgia-ს პროგრამის შემდეგ, ამერიკელი ინვესტორებისგან დამატებითი რესურსები მოვიზიდეთ“

სულ მალე, 500Georgia-ს მესამე ნაკადის შერჩევა დაიწყება. მსოფლიო ტოპ-აქსელერატორის საქართველოში გამოჩენამ ძირფესვიანად შეცვალა ადგილობრივი სტარტაპ-ეკოსისტემა. პროფესიონალი მენტორების დახმარებით, სტარტაპერებს სწრაფი ზრდისა და მასშტაბირების შესაძლებლობის გარდა, საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესების საშუალება მიეცათ. აქსელერატორი ჩვენს ქვეყანაში საქართველოს ბანკისა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ხელშეწყობით შემოვიდა. საერთო ჯამში, ორი ნაკადის მიღების შედეგად, მონაწილე სტარტაპებმა 32 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია მოიზიდეს, გამარჯვებულმა სტარტაპებმა 627 000-ზე მეტი მომხმარებელი დაარეგისტრირეს. საერთო ჯამში, 500Georgia-ს ფარგლებში, სტარტაპებმა 10 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს, მათი გამომწერების საერთი ჯამმა 4400-ს გადააჭარბა. თითოეული ნაკადის 2 გამარჯვებულს წილად ხვდა, კალიფორნიაში, სილიკონ ველიში გამგზავრება, რაც მათთვის განვითარების, ინვესტიციების მოზიდვის ბევრად მეტ შესაძლებლობას ნიშნავს.

სანამ 500Georgia-ს მესამე ნაკადის რეგისტრაცია მიმდინარეობს, 500Georgia-ს ერთ-ერთი გამარჯვებული სტარტაპ Agrolabs-ის თანადამფუძნებელთან, მაქსიმ ჰორინოვთან ერთად, აქსელერაციის პროგრამაში მიღებულ გამოცდილებას გაგიზიარებთ.

კომპანია Agrolabs-ს სკოლის ორმა მეგობარმა, მიხეილმა და მაქსმა ჩაუყარეს საფუძველი. სტარტაპის წამოწყებამდე, მაქსი სათბურებისთვის სასარგებლო მწერებს აწარმოებდა, მიხეილი კი სხვადასხვა ტექნოლოგიური სტარტაპისთვის მარკეტინგულ და გაყიდვების სერვისებს უზრუნველყოფდა. ტექნოლოგიებში მიღებულმა გამოცდილებამ ისინი შთააგონა შეექმნათ კომპანია, რომელიც სასათბურე მეურნეობებს მონაცემების დაუბრკოლებლად შეგროვებასა და ანალიზში დაეხმარებოდათ.

M: როგორ შეაფასებდით თქვენი სტარტაპის ზრდას, 500Georgia-ში მოხვედრიდან დღემდე?

500Georgia იყო დიდი ტექტონიკური ძვრა, რომელმაც უფრო ფართო სურათი და პრიორიტეტები დაგვანახა. მან მნიშვნელოვანი ბიძგი მოგვცა ბიზნესის შენების პროცესში და მომხმარებლის შეძენის თვალსაზრისით. აქსელერატორის შემდგომ ზრდას, 10-ქულიანი შეფასებიდან, 9 ქულით შევაფასებდი. ჩვენი საპილოტე პროგრამა საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობდა – გვყავდა ახალი მომხმარებლები და წინასწარი შეკვეთებიც. ომის დაწყების შემდეგ, ახალ რეალობაზე გადაწყობა დაგვჭირდა. ამ დროისათვის, ჩვენი წარმოების სხვა ადგილზე გადახალისების ეტაპზე ვართ, რათა მომხმარებლების პროდუქციით მომარაგება უწყვეტად შევძლოთ.

M: რა იყო 500Georgia-ში ჩართვის მთავარი მოტივაცია?

1. დაფინანსება – 500Georgia-მ უზრუნველყო პროდუქტის განვითარებისა და ბაზრის გაფართოების ფინანსური რესურსები.

2. აქსელერაციის პროგრამა – ჩვენი ბიზნეს სტრატეგიისა და აქტივობების გაუმჯობესება.

M: მიმოვიხილოთ, რა მოგცათ ამ აქსელერატორმა?

პროგრამა დაგვეხმარა, განსხვავებულად დაგვეწყო ფიქრი. მივხვდით, პრაქტიკა, რასაც აქამდე ვიყენებდით, არ ყოფილა მაინცდამაინც ოპტიმალური და სწორი ჩვენი განვითარების დონეზე მყოფი კომპანიისთვის. პირველ რიგში, პროგრამამ გვიბიძგა, უფრო ინტენსიურად და ეფექტურად გადავსულიყავით მომხმარებელთა შეძენაზე და მნიშვნელოვნად გაგვეუმჯობესებინა ჩვენი მომხმარებლების შემოერთების პროცესი. გავაუმჯობესეთ მარკეტინგული უნარები, შევიმუშავეთ ახალი ბრენდინგი. გავიარეთ სპეციალური მომზადება, ინვესტორების წინაშე ბიზნესიდეის წარსადგენად. ეს მოიცავს სწორი აქცენტების დასმას, კომუნიკაციურ უნარებს და ა.შ.

ჩვენი გლობალური ხედვა არ შეცვლილა. ჩვენ მონაცემებზე დაფუძნებულ კომპანიად ჩამოვყალიბდით, რომელიც მესათბურეებს ეფექტიანობის გაზრდაში ეხმარება. ამისათვის, უკაბელო სენსორების გამოყენებით, მათი სათბურიდან ვაგროვებთ მონაცემებს.

M: როგორ გაიზარდა სტარტაპი საერთაშორისო საინვესტიციო მიმზიდველობის თვალსაზრისით?

პროგრამის დასრულების შემდეგ, ამერიკელი ინვესტორებისგან დამატებითი რესურსები მოვიზიდეთ. ზოგადად, დიდი პლუსია იმის აღნიშვნა, რომ კომპანიამ 500Georgia-ს აქსელერაციის პროგრამა გაიარა.

მათ, ვინც პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადის შეტანას განიხილავს, ვეტყოდი რომ პროგრამა უზრუნველყოფს იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რესურსებს, რაც განვითარების დონეზე მყოფ კომპანიას აუცილებლად ესაჭიროება და ვურჩევდი მოამზადონ კარგი ფიჩი, ჰქონდეთ ბაზარზე შესვლის მკაფიო სტრატეგია და იცნობდნენ თავიანთ მაჩვენებლებს. გისურვებთ წარმატებებს!


აქვე შეგახსენებთ, რომ პროგრამაში მონაწილეობა უკვე შეგიძლიათ. 500 Global საქართველოზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და 5 სექტემბრამდე გაგრძელდება. ის არის შესაძლებლობა დამწყები ბიზნესისთვის, რომ მიიღოს შეუცვლელი გამოცდილება, ჩაერთოს სააქსელერაციო და საგანმანათლებლო პროგრამებში, იპოვოს ახალი კონტაქტები და პარტნიორები მთელი პლანეტის მასშტაბით.

Goodfood-მა ბობ როსი „გააცოცხლა“ — The Joy of Dinner

რატომ უნდა გამოიყენონ ბრენდებმა TikTok საძიებო სისტემად?