Agrolabs-ის დამფუძნებელი მაიკლ ლაზარენკო „სილიკონ ველისა“ და “500Georgia“-ს შესაძლებლობებზე საკუთარ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.
Agrolabs, როგორც “500 Georgia“-ს გამარჯვებული, სამ ქართულ სტარტაპთან ერთად, „სილიკონ ველიზე“ “500 Startups“-ის პროგრამაში მონაწილეობს. მათ საშუალება აქვთ, ისწავლონ და შეხვდნენ პოტენციურ ინვესტორებს.
„სან-ფრანცისკო საუკეთესო ადგილია, ახალგაზრდა, განვითარების ეტაპზე მყოფი სტარტაპებისთვის.
ძალიან კარგი ლექცია გვქონდა Silicon Valley-ს ინფრასტრუქტურაზე, ხელმისაწვდომ დაფინანსებასა და საუკეთესო პრაქტიკაზე.
“500 Georgia“ შესანიშნავი პროგრამაა, რადგან ის უზრუნველყოფს იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რესურსებს, რაც განვითარების დონეზე მყოფ კომპანიას ესაჭიროება“, – ამბობს მაიკლ ლაზარენკო.