in

„500 Georgia იყო დიდი ტექტონიკური ძვრა“ – Agrolabs სილიკონ ველიზე გასამგზავრებლად ემზადება

მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სტარტაპ აქსელერატორის 500 Georgia საქართველოში გამოჩენამ ძირეულად შეცვალა ადგილობრივი ეკოსისტემა – სტარტაპერებს სწრაფი განვითარების, ბიზნეს-მოდელის დახვეწის, ინვესტიციების მოზიდვის საშუალება მიეცათ. 16.5 მლნ ლარის მოზიდული ინვესტიცია, 627 000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი – ეს 500 Georgia-ის შედეგების მხოლოდ ნაწილია. 500 Georgia-ში გამარჯვებული ბიზნესები სილიკონ ველიზე წასასვლელად ემზადებიან, რაც მათ, როგორც სტარტაპებს დამატებით შესაძლებლობებს მისცემს. მანამდე კი, მოდით, უკეთ გავეცნოთ, რა გზა გაიარეს იდეიდან სილიკონ ველიმდე. ამჯერად, Agrolabs-ზე გიამბობთ, რომელმაც 500 Georgia-ს მეორე ნაკადში მოიპოვა გამარჯვება.

კომპანია Agrolabs-ს სკოლის ორმა მეგობარმა, მიხეილმა და მაქსმა ჩაუყარეს საფუძველი. სტარტაპის წამოწყებამდე, მაქსი სათბურებისთვის სასარგებლო მწერებს აწარმოებდა, მიხეილი კი სხვადასხვა ტექნოლოგიური სტარტაპისთვის მარკეტინგულ და გაყიდვების სერვისებს უზრუნველყოფდა. ტექნოლოგიებში მიღებულმა გამოცდილებამ მიხეილი შთააგონა შეექმნათ კომპანია, რომელიც სასათბურე მეურნეობებს მონაცემების დაუბრკოლებლად შეგროვებასა და ანალიზში დაეხმარებოდათ.

რა არის Agrolabs?

ჩვენს ერთ-ერთ საკვანძო პროდუქტს B-Control წარმოადგენს. მოწყობილობას შეუძლია იმ სასარგებლო მწერების გამრავლებას შეუწყოს ხელი, რომლებიც სათბურების ბუნებრივ დამტვერვას უზრუნველყოფენ. სტარტაპის გადაწყვეტა საშუალებას იძლევა მწერების საბუდარი, ოპტიმალურ დროს, ავტომატურად გახსნას და დახუროს. მეტიც, ტექნოლოგიების საშუალებით, შევძელით მწერების აქტივობის კონტროლიც, რაც მეწარმეს სათბურის დამტვერვის შესახებ აწვდის ინფორმაციას.

Agrolabs-ის ტექნოლოგია

ამ დროისათვის, სოფლის მეურნეობის ისეთი ბრენდების დახმარებით, როგორებიცაა Driscoll’s, AppHarvest, Biobest და სხვები, დამკვეთების მოძიება მთელი მსოფლიოს გარშემო შევძელით. ვიხილეთ, რამდენად დიდი სარგებელი მოაქვთ ჩვენს პროდუქტებს კლიენტებისთვის, ფიზიკური სამუშაოსა თუ მონაცემთა ანალიზის კუთხით და როგორ მოჰყავთ უკეთესი მოსავალი, უფრო მცირე რესურსებით.

გეგმები

თანდათან, პროტოტიპირების სტადიიდან ზრდის ეტაპზე ვინაცვლებთ, ამდენად, ჩვენი დიდი ყურადღება გაყიდვებს ეთმობა. უფრი სწრაფი მასშტაბირებისთვის, ფინანსირება გვჭირდება და ვიმედოვნებთ, სილიკონ ველიზე ყოფნა ამ ამოცანის შესრულებაში დაგვეხმარება.

500 Georgia იყო დიდი ტექტონიკური ძვრა, რომელმაც უფრო ფართო სურათი და პრიორიტეტები დაგვანახა. #1 პრიორიტეტი გაყიდვებია და 500 Georgia-მ მოგვცა ის საჭირო ინსტრუმენტები, რაც საქონელბრუნვის გაზრდაში დაგვეხმარება.

 

ნახეთ: ხელოვნების ნიმუშებად ქცეული ჩოგბურთის ჩოგნები

MONCHOU – ჯადოსნური სივრცე ჩვენი პატარებისთვის და არა მხოლოდ