in

აგრომეტრი – ტექნოლოგია მეტი მოსავლისთვის

საქართველოს ბაზარზე გამოჩნდა ახალი ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას აძლევს ფერმერებს მაღალი დანახარჯების გარეშე აკონტროლონ ნიადაგის ნაყოფიერება. აგრომეტრი უახლესი ტექნოლოგიაა, რომელიც მაღალი სიზუსტით გაზომავს თქვენს მიწის ნაკვეთზე, ნიადაგის ყველა საჭირო მონაცემს. აღნიშნული ტექნოლოგია ნიადაგის ნაყოფიერების რეალურ დროში მონიტორინგის საშუალებას გვაძლევს, რათა ფერმერებმა მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები და გააუმჯობესონ საკუთარი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა.

დამწყებ და გამოცდილ მიწათმოქმედებს, მიღებული ინფორმაცია დაგეხმარებათ, რომ სწორად დაგეგმოთ თქვენი ბიზნესი სხვადასხვა კულტურებისათვის. ფერმერებმა დაახლოებით იციან რა რაოდენობის სასუქი სჭირდებათ. თუმცა, სინამდვილეში შეიძლება საჭიროზე მეტი ან ნაკლები სასუქი მიაწოდონ ნიადაგს. ზედმეტი სასუქის ნიადაგში შეტანა ზედმეტი დანახარჯია და ამავე დროს გარემოს დაზიანებას იწვევს. მაღალგანვითარებულ განვითარებულ ქვეყნებში ნიადაგის ნაყოფიერება მაღალია რადგან მუდმივად ატარებენ კვლევას და იციან რა რაოდენობის სასუქი გამოიყენონ. აგრომეტრის სკანირების შემდეგ მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით ფერმერი შეძლებს განსაზღვროს, რა ტიპის სასუქი სჭირდება მიწას წარმოების გასაზრდელად:

– მისცემს საშუალებას თავი აარიდოს ნიადაგზე სასუქის სიჭარბეს ან დეფიციტს;

– შეამცირებს ზედმეტ ხარჯებს;

– სწორად დაგეგმავს, თუ რა ტიპის დამუშავება სჭირდება ნიადაგს;

– სრულად აითვისებს მიწის პოტენციალს;

– გაზრდის მოსავლიანობას და პროდუქტის ხარისხს;

იმისათვის, რომ მცენარე გაიზარდოს და სასიცოცხლო ციკლი გაიაროს მან საკვები ელემენტები ნიადაგიდან უნდა მიიღოს. სწორედ ამ ელემენტების რაოდენობა განსაზღვრავს ნიადაგის ნაყოფიერებას. აგრომეტრი მარტივი პროცედურის შემდეგ ნიადაგში შემავალი ნივთიერებების შესახებ პასუხს სწრაფად იძლევა.

მიღებული მონაცემებით ფერმერებს შეუძლიათ ახორციელონ მუდმივი მონიტორინგი ნაკვეთებზე  და აკონტროლონ ნიადაგის ნაყოფიერება, გაზარდონ მოსავლის პროდუქტიულობა და შეძლონ საკუთარი საქმიანობის ადაპტაცია კლიმატის ცვლილების პირობებში.

ხელსაწყო რამდენიმე უპირატესობით გამოირჩევა:

სისწრაფე  –  მარტივად ასკანერებს ნიადაგს და 10 წუთის განმავლობაში გზავნის მონაცემებს აპლიკაციაში. აგრომეტრის საშუალებით ფერმერებს შეუძლიათ მიიღონ ნიადაგის ანალიზის დეტალური შედეგები კონკრეტული რეკომენდაციებით.

ეკონომიურობა – აგრომეტრის მომსახურება ხელმისაწვდომია. ამასთან, მისი დახმარებით, თავიდან აიცილებთ ზედმეტ ხარჯს და გაზრდით შემოსავლებს.

სიმარტივე  – პორტატული ლაბორატორია.

სიზუსტე – ზუსტად ადგენს ნიადაგში ნივთიერებების შემცველობას, როგორიცაა:

– აზოტი;

– ფოსფორი;

– კალიუმი;

– pH დონე;

– თიხის შემცველობა;

– ორგანული ნივთიერებების შემცველობა ნიადაგში.

– კათიონების გაცვლითი ტევადობა;

– ნიადაგის ტენიანობა;

თანამედროვე ტექნოლოგიები ტრადიციულ მეთოდებს არ ჩრდილავს, პირიქით, აძლიერებს მას. ახალი სერვისის მიზანია ის ცოდნა, რომელსაც ფერმერები ათწლეულები პრაქტიკაში აგროვებენ, თანამედროვე ცოდნით და გადაწყვეტილებებით შევავსოთ.

[R]

როგორ იქცა ახალი წელი მარკეტინგულ დღესასწაულად?

„სიმართლესა და ზომიერებას ალტერნატივა არ აქვს“