in

#იზრუნესიყვარულით – ,,აგრონომმა“ ბაზარზე პირველი სარეკლამო ვიდეორგოლი წარადგინა

,,აგრონომი”, საქართველოს ბაზარზე, მცენარეთა დაცვის საშუალებების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი იმპორტიორია, რომელიც 2008 წლიდან ფერმერთა საქმიანობას აქტიურად უწყობს ხელს. კომპანია მსოფლიოს 40-ზე მეტ ლიდერ მწარმოებელთან თანამშრომლობს და ადგილობრივ ბაზარს პესტიციდების, მინერალური სასუქების, ჰოლანდიური სათესლე მასალისა და სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებელი მცირე ტექნიკის ფართო ასორტიმენტს სთავაზობს.

,,აგრონომის“ სარეკლამო ვიდეორგოლი კომპანიის მთავარ ღირებულებებსა და კორპორაციულ პასუხისმგებლობას უსვამს ხაზს – დაეხმაროს მეურნეს, რათა მის ცხოვრებაში წარმატებამ არ დააყოვნოს, დროულად აღმოაჩინოს გამოცდილი კომპანია, რომლის საშუალებითაც სოფლის მეურნეობაში არსებულ რთულ გამოწვევებთან გამკლავება მარტივდება.

„ცოდნა, გამოცდილება და ერთმანეთის გვერდში დგომის სურვილია ის, რაც ყველანაირ სირთულეს გადაგვალახვინებს“. 

ვიდეორგოლზე მუშაობდნენ:

სააგენტო: BlueBerg • ბლუბერგი
მუსიკა: Heima Production
გახმოვანება: ზვიად დოლიძე

 

[პარტნიორის კონტენტი]

რატომ ვიყენებთ რეკლამებში გენდერს?

Facebook ლიცენზირებული მუსიკის გამოყენებისთვის ფულს გადაგიხდით