in

„აგროპროექტი“ – საგანი, რომელიც სტუდენტებს პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებაში ეხმარება

2022 წელს საქართველოს აგრარულმა უნივერსიტეტმა აგრონომიის პროგრამის სტუდენტებისთვის საგანიაგროპროექტიდაამატა. მისი მიზანია, სტუდენტებმა დამოუკიდებლად გაზარდონ  სხვადასხვა სასოფლოსამეურნეო კულტურა უნივერსიტეტის სადემონსტრაციო ნაკვეთებში და მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ.

ინოვაციური სასოფლოსამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის იმპორტიორმა კომპანიააგროსფერომ“, რომელიც არაერთი საგანმანათლებლო პროგრამის ინიციატორია, მხარდაჭერააგროპროექტსაცგამოუცხადა. ის სტუდენტებს უკვე მესამე წელია, კულტურების გაზრდისთვის საჭირო პროდუქციას სრულიად უსასყიდლოდ გადასცემს. ასორტიმენტი მოიცავს ისეთ ინოვაციურ პროდუქტებს, როგორებიცაა Bayer-ის მცენარეთა დაცვის საშუალებები, Yara- მინერალური სასუქები და Saatbau-სა და Nunhems-ის სათესლე მასალები. გარდა ამისა, კომპანიააგროპროექტსსასოფლოსამეურნეო დანიშნულების ინვენტარითა და სხვა საჭირო პროდუქტებითაც ამარაგებს.

აგროპროექტისმნიშვნელობაზე აგრარული უნივერსიტეტისა და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორს ვატო ლეჟავასა დააგროსფეროსსასწავლო ცენტრის, #აგრარიუმის ხელმძღვანელს მარიამ მერაბიშვილს ვესაუბრეთ.

ბატონო ვატო, საიდან გაჩნდააგროპროექტისიდეა და რატომ არის ის მნიშვნელოვანი სტუდენტთა განვითარებისთვის?

ვატო ლეჟავა: მიგვაჩნია, რომ სტუდენტებს, თეორიული ცოდნის დაუფლების გარდა, პრაქტიკული გამოცდილების მიღების, ანუ საქმის ხელით კეთების შესაძლებლობაც უნდა ჰქონდეთ. ამით მათ არა მხოლოდ სხვადასხვა უნარი უვითარდებათ, არამედ სწავლობენ პროცესების მართვას და უფრო ღრმად ითვისებენ იმ თეორიულ საკითხებს, რომლებიც უკვე შეისწავლეს ან მომავალში შეისწავლიან.

აქედან გამომდინარე, გამიჩნდა იდეა, რომ შეგვექმნა საგანი, რომლის ფარგლებშიც  სტუდენტები სხვადასხვა კულტურის ხელით გაზრდას, რისკების დაზღვევას, კალკულაციების გაკეთებას, პროდუქციის შეფასებას, ანალიზსა თუ სხვა საჭირო პროცესების მართვას თავად შეძლებდნენ. ყოველ წელს ვრწმუნდებით, რომ ეს საგანი საჭირო და, ამასთანავე, წარმატებული აღმოჩნდა

რამდენად მნიშვნელოვანია ამ ტიპის პროექტებში კერძო კომპანიების ჩართულობა?

ვატო ლეჟავა: ზოგადად, ყველა პროგრამის განვითარების პროცესში კერძო სექტორთან ვარკვევთ, რა მოთხოვნებია ბაზარზე, როგორი მოლოდინები აქვთ დამსაქმებლებს კურსდამთავრებულებისგან და .. შესაბამისად, იმისათვის, რომ პროგრამამ არსებულ მოთხოვნებს უპასუხოს, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კერძო კომპანიების ჩართულობა. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით ეფექტიანი თანამშრომლობა გვაკავშირებსაგროსფეროსთან“. კომპანია ჩვენთვის სამაგალითოც კია, რადგან, გარდააგროპროექტისსპონსორობისა, ის რამდენიმე წელია სტუდენტებს სასტიპენდიო და სტაჟირების პროგრამებსაც სთავაზობს

მარიამ, რატომ გადაწყვიტააგროსფერომ“ „აგროპროექტისგანხორციელების პროცესში ჩართულიყო?

მარიამ მერაბიშვილი: უკვე მეოთხე წელია, რაცაგროსფეროთანამედროვე აგროგანათლების მხარდამჭერია, რისთვისაც კომპანიას მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო. ამ საგნის არსებობამ, სხვა აქტივობების პარალელურად, საშუალება მოგვცა, კიდევ უფრო ფართოდ გამოგვეხატა კეთილი ნება სტუდენტებისადმი და სოციალური პასუხისმგებლობაჩვენ გვჯერა, რომ ცოდნის გაღრმავებაში ჩადებული ინვესტიცია ყველაზე გამართლებული, გრძელვადიანი და მდგრადია. კომპანიის უდიდესი სურვილია, სტუდენტებს აუმაღლოს მოტივაცია, რათა რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დარჩეს დარგში და დაინახოს პერსპექტივა თანამედროვე აგრონომიაში.

როგორიააგროსფეროსსამომავლო გეგმებიაგროპროექტთანდაკავშირებით?

მარიამ მერაბიშვილი: აგროსფერომოხარულია, რომ მნიშვნელოვან როლს თამაშობს სტუდენტების პროფესიულ განვითარებასა და მოტივირებაში. ამიტომ კვლავაც სიამოვნებით აგრძელებს სტუდენტებისა და უნივერსიტეტის მხარდაჭერას, როგორცაგროპროექტის“, ისე სხვადასხვა აქტივობის ფარგლებში.

სტუდენტებმააგროპროექტისწლევანდელი შედეგები უკვე წარადგინეს. როგორ შეაფასებდით მათ?

მარიამ მერაბიშვილი: აგროპროექტშიმონაწილე სტუდენტებმა წელსაც, ისევე როგორც გასულ წლებში, საკმაოდ კარგად წარმოაჩინეს თავი საკუთარი შედეგებით, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის აგროსფეროს მიერ მიწოდებულ პროდუქციას. დადებითი შედეგის მიღწევაში ხაზგასასმელია აგრარული უნივერსიტეტის პროფესორების როლიც, რომელთა რეკომენდაციებითაც იმართებოდა აგროპროცესები. რა თქმა უნდა, არ უნდა დავივიწყოთ სტუდენტების აქტიურობა და პასუხისმგებლობის გრძნობა, რაც უმნიშვნელოვანესია დაწყებული საქმის წარმატებით დასრულებისთვის.

[R]

Disney-მ წყლის ქვეშ არიელის ჩანთა შექმნა

რატომ ირჩევენ ადამიანები წინსწრებით გადახდას?