in

Agrosolutions: „ეს სტიმულს გვაძლევს, რომ მალე, საქართველოს სტატისტიკა ჰოლანდიისა და ისრაელის გვერდით ვიხილოთ“

Startauperi
Startauperi

ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ საქართველოს აქვს უზარმაზარი აგრო პოტენციალი, რომელიც ძალიან ძლიერ სექტორში შეიძლება ითარმგნოს. ამისათვის, მთავარია, ყველაფერი სწორად და თანამედროვე ცოდნის გამოყენებით მოხდეს. იდეის დასაწყისში წარმოვიდგინეთ, როგორი შეიძლება ყოფილიყო ქართული აგრო-სექტორი, მითუმეტეს, რომ  მსოფლიოს უკვე აქვს ჰოლანდიისა და ისრაელის კარგი მაგალითი. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, ბაზრისთვის გვენახებინა, რისი შესაძლებლობა ჰქონდა აგრო სოლუშენსს. ვიცოდით, თუ რეალურ საქმეს დაინახავდნენ, აუცილებლად გაიზრდებოდა ინტერესი, ცნობადობა და ჩვენი კომპანიით დაინტერესება. დღეს, საქართველოს ვეხმარებით, გახდეს სერიოზული აგრომწარმოებელი მსოფლიო რუკაზე.

ქართულ აგროსექტორში მოცემულობა ასეთია – აქ არსებული აგრონომიული ცოდნა რამდენიმე ათეული წლით ჩამორჩება თანამედროვე მსოფლიო მიღწევებს, ფიქრებსა და გეგმებს. ამიტომაც, აქცენტი თავიდანვე განვითარებული ქვეყნებიდან ცოდნის იმპორტზე გავაკეთეთ და ძალიან მადლიერი ვართ ჩვენი ყველა პარტნიორის, რომლებმაც ასევე დაიჯერეს ქართული აგროსექტორის პოტენციალი. სწორედ მათგან ვიღებთ დაზუსტებულ და წარმატებულ ცოდნას დაგეგმვასა და წარმოების ეტაპებზე, თუმცა ამავდროულად, უკვე ადგილზეც დავიწყეთ ტალანტების გამოზრდა და შეიძლება ითქვას, აგრო სოლუშენს ჯგუფი უკვე ძალიან ღირებული ინფორმაციის, ცოდნისა და შესაძლებლობების კომპანიად იქცა.

როდესაც სტარტაპერის პროგრამაში ჩავერთეთ, ჩვენი კომპანია ახალი დაფუძნებული იყო. პირველი და უმთავრესი, რაც მაშინ გვჭირდებოდა, გახლდათ მეტი ყურადღება. გვინდოდა ბაზარს ჩვენთვის მოესმინა, ენახა, რა შეგვიძლია. ამ მხრივ, უდიდესი როლი შეასრულა სტარტაპერმა და მნიშვნელოვანი ყურადღების ქვეშ მოვექეცით. 

ამ დროის განმავლობაში, გაიზარდა ჩვენი ხედვა, მეტად დავრწმუნდით როგორც ჩვენი, ასევე ჩვენი გუნდის შესაძლებლობებში. თამამად ვიტყვი, რომ ძალიან გაგვიმართლა გუნდის წევრებში. ყველას ძალიან უყვარს საქმე, რომელსაც აკეთებს და ეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეტყობა ჩვენს პროექტებს, რომელსაც იუველირული სილამაზით ვასრულებთ.

ჩემთვის, ეს კომპანია უდიდესი სიამოვნებით საკეთებელი საქმეა. გარდა იმისა, რომ ძალიან მომხიბლა მიწასთან, ქალაქიდან ძალიან შორს მუშაობამ, ვთვლი, რომ მთელი გუნდი ქართულ საქმეს ვაკეთებთ. გარდა ეკონომიკურისა, სოფლის მეურნეობამ ამ ეპოქაში, სტრატეგიული და უსაფრთხოების როლების შეთავსებაც დაიწყო, ეს კი დამატებით სტიმულს გვაძლევს, რომ საქართველოს სტატისტიკა, მალე, ჰოლანდიისა და ისრაელის გვერდით ვიხილოთ.

კომპანია სამმა ადამიანმა დავაარსეთ და პირველ ეტაპზე, ჩვენთვის პარალელური საქმიანობა იყო, დღეს – 30 თანამშრომელი და 10-მდე უცხოელი ექსპერტი აშენებს საქართველოს სოფლის მეურნეობას. გადავაჭარბეთ 2000 ჰექტარს და ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ მიერ გაშენებული პირველი ბაღები ჯერ კიდევ არ შესულა სრულ მსხომიარობაში. ასე რომ, ნაყოფით ტკბობა ჯერ კიდევ წინ გვაქვს.

#სტარტაპერი5წლისაა

შესაძლოა, ევოლუცია 4-ჯერ უფრო სწრაფად ხდებოდეს — კვლევა

10 მნიშვნელოვანი ფაქტი უძველესი ვისკის, Chivas Regal-ის შესახებ