in

„აგროსაქმიანობა ჰგავს მეცნიერულ შრომას და კავშირშია მუდმივ განვითარებასთან“ — ლეო ახვლედიანი

თანამედროვე ფერმერის, ლეო ახვლედიანის წინაპრები აქტიური მიწათმოქმედები იყვნენ. ამიტომ აგრომეურნეობის ძირითად პრინციპებს ის ბავშვობის წლებშივე გაეცნო. თავად ლეო სოფლის მეურნეობას 10 წელზე მეტია, მისდევს. როგორც ამბობს, ამ პროფესიაში მას ყველაზე მეტად მუდმივი განვითარების შესაძლებლობა ხიბლავს. „აგროსაქმიანობა ჰგავს მეცნიერულ შრომას და კავშირშია მუდმივ განვითარებასთან. ფერმერობა არის პიროვნული გამოწვევა და ის ახალი უნარების განვითარების საშუალებას გაძლევს“,ამბობს თანამედროვე ფერმერი. 

ლეო ახვლედიანს სოფელ სართიჭალაში სიმინდი მოჰყავს. მეურნეობას სამხრეთ აფრიკელ პარტნიორთან ერთად უძღვება, რომლის წინაპრებიც, ლეოს ოჯახის მსგავსად, წარმატებული მიწათმოქმედები იყვნენ. „ეს კოლაბორაცია საკმაოდ უნიკალურია, რადგან ავიღეთ აფრიკული ცოდნა და გამოცდილება და საქართველოში დავნერგეთ“, – აღნიშნავს ფერმერი. ორი ქვეყნის გამოცდილების კომბინაციამ გაამართლა – ლეოსა და მის პარტნიორს დღეს საქართველოში მაღალი ხარისხისა და დიდი რაოდენობის სიმინდი მოჰყავთ. 

ლეო ხშირად ატარებს ექსპერიმენტებსაც. აქვს საცდელი მინდვრები, რომლებზეც ყოველ წელს ახალ ჯიშებს ცდის, სწავლობს მათ მახასიათებლებს და საბოლოოდ ამ ცოდნას მოსავლიანობის გაუმჯობესებისთვის იყენებს. „პირველ რიგში, თანამედროვე ფერმერმა უნდა მოახდინოს სწორი ანალიზი. ამისათვის, რაც შეიძლება დიდი ინფორმაცია უნდა მიიღოს და სწორად გაფილტროს ის“, — აღნიშნავს ფერმერი. წელს ლეო ახვლედიანმა პირველად გამოცადა სიმინდის ჰიბრიდების წამყვანი მწარმოებლის DEKALB-ის ინოვაციური სათესლე მასალა DKC 6980, რომელიც „აგროსფეროსგან“ შეიძინა. შედეგად, გამორჩეული მახასიათებლების ჯანსაღი სიმინდი მიიღო, რის გამოც DEKALB-ს დათესვას ლეო მომავალ წელს უფრო დიდ ფართობზე გეგმავს. 

თანამედროვე ფერმერი „აგროსფეროსგან“ იმარაგებს სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციასაც. მისი დახმარებითვე ჩამოიტანა მან საქართველოში LEMKEN-ის ფირმის RUBIN 12, აგრეგატი, რომელიც მოსავლის აღების შემდეგ ნიადაგის დამუშავებისთვის გამოიყენება. „ეს აგრეგატი აღმოჩენა იყო, რადგან საშემოდგომო სამუშაოებს ძალიან გვიმარტივებს. ის გვეხმარება მოსავლის აღების შემდეგ დარჩენილი მასის მიწაში ჩაბრუნებაში, რაც ძალიან კარგი საკვებია ნიადაგისთვის. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, როგორც წესი, მინდვრის გადაწვას მიმართავენ ხოლმე. ეს კი ძალიან ცუდია გარემოსთვის და ნიადაგისთვის“, — აღნიშნავს ის. 

ახლა ლეო აღებული მოსავლის დახარისხებასა და დაბინავებაზე ზრუნავს. პარალელურად კი აგრეგატ RUBIN 12-ის დახმარებით, ნიადაგის დამუშავების აქტიურ პროცესშია, რათა ის მომავალი წლის დიდი შემოდგომისთვის მოამზადოს.

[R]

Miller-ის ორგანიზებით, 8 დეკემბერს „სფეისჰოლში” Hot Since 82 დაუკრავს

რა უნდა ისწავლონ დიდებმა ბავშვებისგან?